უკრაინაში გაზეთ “Нетишинский вестник”-ის მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი გარდაცვლილი იპოვეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 00:35

უკრაინაში გაზეთ “Нетишинский вестник”-ის მთავარი რედაქტორი ოლგა მოროზი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინაში გაზეთ “Нетишинский вестник”-ის მთავარი რედაქტორი, 44 წლის ოლგა მოროზი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია, მოროზის მეგობარ ნატალია კოვალის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლგა მორიზი საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა დამ იპოვა. სამართალდამცველების ცნობით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ნატალია კოვალი. მისივე თქმით, გასულ კვირას ოლგა მოროზმა ტყის უკანონო ჩეხვაზე მასალების მოძიება დაიწყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 16, 2015 00:35