უკრაინამ რეფორმები და მისი საერთაშორისო იმიჯი სააკაშვილს ჩააბარა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 14, 2015 00:20

უკრაინამ რეფორმები და მისი საერთაშორისო იმიჯი სააკაშვილს ჩააბარა

მნიშვნელოვანი

  • ,,სწორედ სააკაშვილი დაალაგებს ორმხრივ ურთიერთობას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოსთან რეფორმების საკითხში - რაც საუკეთესო უცხოური გამოცდილების მოზიდვაში და ჩვენი საქმიანობის საუკეთესოდ წარმოჩენაში გამოიხატება,, იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტი

სხვა სტატიები

hრეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა აუცილებელია იმ ხალხისათვის გამოცდილების მისაღებად, რომლებიც თანაუგრძნობენ უკრაინას და რეფორმებს შემოღება უნდათ–განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ

,,ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვიქრობდით, უკეთესად როგორ გამოგვეყენებინა მისი ცოდნა, გამოცდილება და მისი უნიკალური ,,ნოუ-ჰაუები,,. საქართველოში მან ფაქტიურად ეკონომიკური, პოლიტიკურიდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირება მოახერხა. ის გზა, რაც ჩვენ შარსან დავიწყეტ ღირსების რევოლუციით, ჩვენმა მეზობლებმა დატკეპნეს და გაიარეს… სწორედ ისინი მზად არიან გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება. მიხეილი ფაქტიურად აქამდეც თავისი არსით, უშტატო კონსულტანტი იყო უკრაინის რეფორმების საკითხში. დღეს მან უკვე ოფიციალური სტატუსი მიიღო,, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი
პოროშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ,,მიხეილი გახდება უკრაინის წარმომადგენელი საზღვარგარეთ და იმავე დროს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი უკრაინაში,,

,,სწორედ სააკაშვილი დაალაგებს ორმხრივ ურთიერთობას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოსთან რეფორმების საკითხში – რაც საუკეთესო უცხოური გამოცდილების მოზიდვაში და ჩვენი საქმიანობის საუკეთესოდ წარმოჩენაში გამოიხატება,, –იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტი.

თავის მხრივ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ახლა მსოფლიო უკრაინას უყურებს და მსოფლიოშიც ბევრი რამ, სწორედ უკრაინის რეფორმებზე იქნება დამოკიდებული ,, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ტუ ახლა არ ავაშენებთ ახალ უკრაინას და ახალ რეფორმებს არ განვახორციელებთ ცხოვრებაში. ეს დროსთან ჭიდილია. თუ ახალი უკრაინა განხორციელდება, მაშინ საქართველოც თავისუფალი იქნება,,– აღნიშნა სააკაშვილმა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 14, 2015 00:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics