უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 20:03

უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო

მნიშვნელოვანი

  • უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ანდრელი ლისენკომ განაცხადა.

სხვა სტატიები

უკრაინამ გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო. როგორც “ინტერფაქს უკრაინა” იტყობინება, ამის შესახებ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ანდრელი ლისენკომ განაცხადა.
“უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 3 ოქტომბრიდან გამყოფი ხაზიდან შეიარაღებისა და ტექნიკის, მათ შორის ტანკების გაყვანა დაიწყო 15 კილომეტრის მანძილზე”, – განაცხადა ლისენკომ კიევში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ორგანიზებულად, ეუთო-ს სამონიტორინგო მისიასთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, უკრაინაში, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის მძიმე შეიარაღება გამყოფი ხაზიდან 15 კილომეტრის სიშორეზე უნდა გაიყვანონ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 3, 2015 20:03