უვიზო მიმოსვლაზე ოფიციალური თბილისი რიგის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება

news
: news იანვარი 5, 2015 21:58

უვიზო მიმოსვლაზე ოფიციალური თბილისი რიგის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება

ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ რიგის სამიტზე საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას მიიღებს. ამის შესახებ დღეს მთავრობის წევრები საუბრობენ. მათი განმარტებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და როგორ პოლიტიკურ შეფასებას მიიღებს ქვეყანა.

ოპოზიციის კრიტიკა ამ საკითხზე ხელისუფლებამ მოლდოვას მაგალითის გამო გამოიწვია. მოლდოვამ უვიზო მიმოსვლაზე უფლება საქართველოზე ადრე მიიღო. უმრავლესობის წევრები კი ფიქრობენ, რომ საქართველოს შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე დადებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

იმ შემთხვევაშიც, თუკი ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აამოქმედებს, ეს სამთვიან ტურისტულ ვიზებს შეეხება. ამ შეღავათით სასაწავლო, ან სამუშაო ვიზების მსურველები ვერ ისარგებლებენ. თუმცა, მანამდე ქვეყანამ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

რიგის სამიტამდე ევროკაშირის შემფასებელი მისია საქართველოში კიდევ ჩამოვა, სამიტი კი მაისში გაიმართება. კონკრეტულად როდის შეძლებენ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ტურისტული ვიზების გარეშე მოგზაურობას, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

news
: news იანვარი 5, 2015 21:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics