უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 00:40

უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!

თაიმერი„თაიმერი“ აგრძელებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების გამოქვეყნებას. ამ წერილების ავტორია, ექიმი, პატიმარი ჯიმშერ ჩაჩიბაია. ჯიმშერ ჩაჩიბაიას და მისი შვილის, ბავშვობიდან დიაბეტით დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდის დაკავების ისტორიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დასაწყისისთვის კი ვიტყვით რომ მამა-შვილს 30 და 32 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი სისხლის სამართლის საქმე გაჯერებულია ყალბი „დოკუმენტებით“, ყალბი „მტკიცებულებებით“, დადასტურებულია მათი ცემისა და წამების ფაქტები და მიუხედავად იმისა, ისინი სამართალს დიდი ხანია (ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს) ითხოვენ, არსაიდან ხმა არ ისმის, თითქოს ეს ორი ადამიანი საერთოდ არ არსებობდეს.

„ჩანაწერი, რომესაც კითხულობთ 2013 წლით თარიღდება, აქ მოთხრობილია როგორც 2012 წლაქმდე პერიოდის, ისე 2012 წლის შემდგომი მდგომარეობა… ყველანაირი ხერხით პატიმრებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ გასეირნებაზე. საკანში დაბრუნებისას პატიმრებს ელოდებოდათ იატაკზე დაგდებული ლოგინი, თეთრეული, მატრასები, ტანსაცმელი. ჯანმრთელობის და ასაკის მიუხედავად აიძულებდნენ მთელი საკნით გასვლას, გინდაც ვინმეს უნდოდა დარჩენა, არბენინებდნენ კიბეებზე, აგინებდნენ, ურტყავდნენ პანჩურებს. ზამთარში და ცივ ამინდში პატიმრებს არ აძლევდნენ ნებას ჩაეცვათ თბილი ქურთუკები, დაეხურათ ქუდები, რის გამო ისინი ავადმყოფობდნენ რესპირატიული დაავადებით, რომლისაგან მათ არავინ მკურნალობდა. კუთვნილი 1 საათის მაგივრად გაყავდათ 15-20 წუთით. პატიმრებს არ აძლევდნენ ნებას ჰქონოდათ საკანში 1 წიგნის მეტი, ზედმეტს ოფიცრები ართმევდნენ. პატიმრებს არ აძლევდნენ ნებას ჰქონოდათ საკანში ტანსაცმელი, განსაკუთრებით ზამთრის, მიუხედავად იმისა, რომ იყო უპატრონო, უსახლო პატიმრები. პატიმრებს უკრძალავდნენ ფანჯრებთან მისვლას, განსაკუთრებით ღამით. ჩხრეკის დროს, რომელიც ტარდებოდა თვეში 2-3-ჯერ, ოფიცრები და კონტროლიორები აგდებდნენ იატაკზე ლოგინს, ბალიშებს, მატრასებს, ტანსაცმელს ტუმბოჩკებიდან, წამლებს. სადისტები გინებით მირეკავდნენ პატიმრებს აბანოებში, სადაც ტანსაცმელს აგდებინებდნენ ჭუჭყიან იატაკზე. არ გვაძლევდნენ საშუალებას დაგვერეკა კუთვნილი 2-ჯერ თვეში, კუთვნილი 15 წუთის მაგივრად გვარეკინებდნენ მხოლოდ 3 წუთს.

 

პირადად მე, გამოგონილი მიზეზით, რომ ისინი არ არიან უცხოელები არ მარეკინებდნენ დედასთან და მეუღლესთან მოსკოვში. ჩვენი N8 კონცლაგერში პირველად ყოფნისას 17.10.2010წ. 20.10.2012 წლამდე პატიმრებს სულ მისცეს 6 ნაჭერი სარეცხის საპონი, 4-ჯერ 0,5 კგ. სარეცხი ფხვნილი საკანზე, სადაც იყო 6-10 პატიმარი. თუმცა დღევანდელი ადმინისტრაცია პატიმრებს საერთოდ არაფერს აძლევს. პატიმრები სარგებლობდნენ 3 წლის ნახმარი ძველი პლასტმასის ჯამებით და ჭიქებით ტუბერკულიოზით და შიდსით დაავადებულ პატიმრებთან. პატიმრებს ჰქონდათ ძველი, დამპალი, გაკერილი მატრასები, ბალიშები, საბნები, პროსტინები, ბალიშისპირები. ადმიისტრაცია არ იძლეოდა ზეწრებს, ციხის მაღაზიაში იყიდებოდა უვარგისი თეთრეული სამმაგ ფასებად, რომლიდან გადადიოდა კრასკა, რის გამო პატიმრები დადიოდნენ შეღებილი წითელ, მწვანე ფერად. ახალი ბალიშები, საბნები, მატრასები, პროსტინები, ბალიშისპირები ციხეში შემოიტანეს მხოლოდ ახალმა მინისტრმა გ. ტუღუშმა და ახალმა დირექტორმა გ. დოლიძემ 20.12.12წ. შემდეგ. პატიმრები ერთსა და იგივე ტაშტს იყენებდნენ იატაკის მორეცხვისათვის და ტანსაცმლის გასარეცხად. არ გვაძლევდნენ საშუალებას გაგვეშრო თეთრეული და ტანსაცმელი. იმის გამო, რომ მე ჩამოვკიდე პირსახოცი გასაშრობად ჯალათი ოფიცერი გიორგი მიმათრევდა კარცერში.  პატიმრებს არ აძლევდნენ ცოცხებს, სარეცხის საშუალებებს, მაგრამ ყოველი ორ კვირაში აიძულებდნენ საკნის და ტუალეტის კედლების გარეცხვას. პატიმრებს აიძულებდნენ კბილის პასტით და ჩოთქით, საპარსი ბრიტვით გაეწმინდათ აზიატსკი ტუალეტი. ვინც არ თანხმდებოდა აგინებდნენ, ემუქრებოდნენ ცემით, კარცერით. ეს იყო სადისტი გიორგი კვარაცხელიას საყვარელი გართობა. მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა კოდექსის თანახმად პირდაპირ აკრძალულია იძულება თავის გადაპარსვის და მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების უმეტესობას არ ჰქონდა საშუალება ეყიდათ რამე ციხის მაღაზიაში, ოფიცრები აიძულებდნენ მათ ყოველდღიურად გაეპარსათ წვერი და გადეპარსათ თავი, რისთვისაც აყიდინებდნენ უვარგის ერთჯერად საპარს ბრიტვებს, რადგან ადმინისტრაცია ასეთს არ აძლევდა, ხოლო სადისტი-ექიმები სცემდნენ გაუპარსავ პატიმრებს.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

მიუხედავად იმისა, პატიმართა კოდექსში ჩაწერილია, რომ ადმინისტრაცია ვალდებულია გარეცხოს ფანჯრები პატიმრებს აიძულებდნენ გაერეცხათ ისინი. ყველა საკანში იყო ადმინისტრაციის აგენტი, ხანდახან არაერთი, რომლებიც მუშაობდნენ სხვადასხვა პატრონზე, ყველა მათგანს აერთიანებდა საეჭვო სიყვარული სისუფთავისთვის. ასეთი აგენტები თავისი ინიცატივით წმენდავდნენ, ხეხავდნენ საკანს, ტუალეტს, იგონებდნენ თავის არდაწერილ წესებს პატიმრის ქცევის შესახებ, მოჰქინდათ თავი გამოცდილ პატიმრებად. ასეთი ნაძირალები ცდილობდნენ ჩაეგდოთ ხელში ე.წ. „ლარიოკის“ დაწერა, ანუ იმის დაწერა თუ რა უნდა ყოფილიყო ნაყიდი. იმის გამო, რომ სამინისტრო გარდა საკნის, უვარგისი კვების, დამპალი ლოგინის და ცემისა, პატიმრებს არაფერს აძლევდა, იყო გამოგონილი სქემა, რომლის თანახმად ციხეში შემთხვევით მომხდარ  ფინანსურად  ძლიერ პატიმარს კისერზე აჯენდნენ 4-6 ნაძირალა, პარაზიტ-მარგინალს. იყო გამოგონილი გამოთქმები: „ჩვენ ერთი ოჯახი ვართ“, „ოჯახი-გრამია“, პარალელურად  სუსტს, ავადმყოფს ართმევდნენ ბოლო ლუკმას.  გაღორებული ნაზირლები იძახდნენ: „მე მინდა სიგარეტი“, „მე მჭირდება საკვები“, „მე მაქვს გადატანილი ტუბიკი“ და ამ დროს ისინი იყვნენ ხარივით ჯანმრთელნი. ყველას ამას ღიმილით უყურებდნენ დღემდე N8 კონცლაგერში მომუშავე კონტროლიორები და ოფიცრები.

დღეს  უკვე არავის აიძულებს პატიმარს გადაიპარსოს თავი და საპარსი ბრიტვით გაწმინდოს ტუალეტი, მაგრამ სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. საკუთარ გამოცდილებას მოვიყვან მაგალითად, მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერის ქალბატონი კობახიძის წერილის შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სოციალურ დარგში ნ. გუგავამ, ჩვენი N8 კონცლაგერში გადმოყვანიდან 2 თვის შემდეგ იკადრა მოეცა პროსტინები, ტუალეტის ქაღალდი და სხვა ჰიგიენური საშუალება. მხოლოდ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის ნ. ლანდიას ჩვენთან ვიზიტის შემდეგ ჩვენ 5 თვის შემდეგ გამოგვიყვეს სარკე, მანამდე მაიმუნებივით ვპარსავდით ერთმანეთს. N8 და N15 კონცლაგერების დირექტორების წერილების თანახმად ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და შემოვიტანოთ პრესა ანუ დაწესებულებაში არ არსებობს პატიმართა კოდექსის თანახმად აუცილებელი ყოველდღიური პრესა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ნ. გუგავას, სოციალური სამსახურის უფროსს ეკა ფაჩულიას, დირექტორებს ბ. პეტრიაშვილს, ნ. ქინქლაძეს, ყოფილ დირექტორს ქურდს და გამფლანგველს მ. არობელიძეს თხოვნით გვაცნობოს პატიმრებისთვის  თვეში რა რაოდენობის ჰიგიენური საშუალები და პირველადი მოხმარების ნივთებია გამოყოფილი და ამ ნორმებიდან რამდენი იყო მოცემული ჩვენთვის. 2013 წლის მარტიდან არც ერთმა ჩამოთვლილი თანამდებობის პირმა არ იკადრა ჩვენთვის ეპასუხა. თავხედობის ყველა ზღვარს გაცდა ფაჩულია, რომელმაც მოგვწერა, რომ თუ ჩვენ არ გვყოფნის ჰიგიენური საშუალებები, შეგვიძლია ვიყიდოთ ისინი ციხის მაღაზიაში. რა უნდა გვეყოს, როდესაც ჩვენთვის არაფერი მოუციათ და რით უნდა ვიყიდოთ, როდესაც ციხეში მყოფ მე-2 ჯგუფის ინვალიდს პენსია მოუხსნეს, რადგან ის არის სრულ სახელმწიფო უზრუნველყოფაზე?! საპონი და ტუალეტის ქაღალდი კი არა, N15 დაწესებულებიდან გაიტაცეს ტენისის მაგიდა და მიაყოლეს კომპიუტერი ბიბლიოთეკიდან. პატიმართა კოდექსის თანახმად უპატრონო პატიმარს ადმინისტაციამ უნდა გამოუყოს ზაფხულის და ზამთრის ტანსაცმელი, ქუდები, ტანის თეთრეული, ფეხსაცმელი. აბსოლუტურად არაფერი ასეთი არასდროს გაკეთებულა, მე პირადად ვაჩუქე არაერთ „ბედოლაგას“ ტანსაცმელი. ძალიან ბევრი პატიმარი ცდილობს მოეხმაროს უბედურებაში მყოფ მის გვერდით ადამიანს, რადგან კარგად იცის, რომ არავინ სამინისტროდან, ციხეების ადმინისტრაციებიდან სხვა არაფერზე ფიქრობს, გარდა საკუთარი მუცლის გავსებაზე. 10.10.2010 წლიდან 13.10.2010 წლამდე მე და ჩემი შვილი ჯიმშერ  ელიზბარაშვილი ვიმყოფებოდით დროებით მოთავსების იზოლატორში ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოში არაადამიანურ პირობებში. ჩაბნელებულ საკანში არ იყო რაკოინა, წყალი მოდიოდა პირდაპირ აზიატსკი ტუალეტის ჩასარეცხიდან. პატიმრებს ეძინათ გუბკის მატრასზე ბეტონის იატაკზე. მატრასზე ეგდო რამდენიმე ბინძური საბანი სავსე პარაზიტებით. საკვების მიღება იყო შეუძლებელი, ასეთ საჭმელს არ აძლევდნენ ფაშისტებიც კი ნაცისტურ კონცლაგერში. საკვებს აგზავნიდნენ ნათესავები. საკანში იყო დამყარებული სასტიკი ანტისანიტარია. ჯალათი ნ. კალმახელიძის 20-25 მაისის 2011წ. N87-8/ნ ბრძანების თანახმად დაწესებული კვირის საერთო სასურსათო ნორმები დღემდე არავის შეუცვლია. პატიმრები, განთავსებული დახურულ ან ნახევრადღია დაწესებულებებში, არასრულწლოვანები, პატიმრები ქალთა დაწესებულებაში, ე.წ. „ჯანმრთელი“ პატიმრები, (რომლებიც შეიძლება მოინახოს მხოლოდ 10%), ერთნაირად ღებულობდნენ 550გრ. პურს, კარტოფილს 0,5 მგ, ქონს ან კოლორიულ მარგარინს 0,315 გრ. და სხვა პროდუქტს. ექიმმა თინა კვარაცხელიამ გვითხრა რომ დეპარტამენტი ავადმყოფებს აძლევსდიეტურ კვების 15 მაგიდას, 30.09.13წ. კი ჩვენთან ვიზიტის დროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ლანდიამ გვაცნობა, რომ თურმე ყოფილა მხოლოდ 11 მაგიდა. ამის გამო ჩვენ უკვე 5 თვე ვაცხადებთ უარს უვარგის საკვებზე, რაზეც არავინ გამოგვხმაურებია. აქვე გაცნობებთ, რომ #15 კონცლაგერის ყოფილმა მთავარმა ექიმმა ცნობილმა ჯალათმა, ჟანა ფურცელაძემ წერილობით გვაცნობა ჩვენ, რომ 30.05.13წლის მდგომარეობით კონცლაგერში არ არსებობს დიეტური მაგიდა N9, განკუთვნილი დიაბეტით დაავადებული პატიმრებისთვის. როგორც ჩვენ გვაცნობეს N15 კონცლაგერიდან დიაბეტით დაავადებული ვაჟა მუსობლიშვილს დღესაც წამლავენ ჩვეულებრივი საკვებით. აღსანიშნავია, რომ N8 კონცლაგერში „ზრუნავენ“ ფსიქოტროპული საშუალებებით მოწამლულ პატიმრებზე. ისინი იმის გამო, რომ მოწამლული ვირთხებივით არიან და ვერ დგებიან, ვერ გადიან სუფთა ჰაერზე, იმსახურებენ 1 ჭიქა რძეს, იმისათვის რომ მუხლებამდე ჩამოსულმა ღვიძლმა დროზე ადრე არ უმტყუნოთ. მენიუს თანახმად დიაბეტიკს კვირაში ეძლევა 100-100-200-300 გრამი ხაჭო, 2-ჯერ 470 გრ. მაწონი და ერთხელ ყველი 210გრამი. სინამდვილეში ავადმყოფ პატიმრებს უსხავენ ½ ჭიქა მაწონს და ორიოდე კოვზ ხაჭოს. პურის რაოდენობას, სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ 550 გრამიდან მოუკლო 305 გრამამდე. ხოლო რუხი პური, რომლითაც მიუღებელია დიაბეტით დაავადებულისათვის, წარმოადგენს შეღებილ თეთრ პურს. უვარგისი პურისაგან, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!! ქალბატონ ლანდიას სიტყვებით კვებიდან ამოღებულია 150 გრამი უვარგისი მარგარინი, რა თქმა უნდა ყველა მადლობელია ასეთი ზრუნვისათვის, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უვარგისი მარგარინი შეეცვალათ ხარისხიანი კარაქით.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

დიაბეტით დაავადებული პატიმრის შენახვა დღეში ჯდება 2,2 ლარიდან 3,7 ლარამდე. სულ დღეისთვის სასჯელს იხდის 8  ინსულინდამოკიდებული ტიპით დაავადებული პატიმარი. ანუ რა გამოდის? დეპარტამენტს არ შეუძლია 16-30 ლარის ღირებულების კვების უზრუნველყოფა. ე. წ. „ჯანმრთელი“ პატიმრების კვების ღირებულება რა თქმა უნდა არის ნაკლები 1,5-2,5 ლარი. დაახლოებით 9 000 პატიმრის შენახვა დღეში ჯდება 14-დან 23 ათასი ლარი, ანუ წელიწადში საშუალოდ 5-6 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა პროდუქტის ღირებულებას ემატება მზარეულების ხელფასი, ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ფასი. მაგრამ მთლად რომ თავი მოვიკლათ 9 000 პატიმრის შენახვა წლის განმავლობაში ვერ გაცდება 7-8 მილიონ ლარს.სამინისტროს ბიუჯეტი კი გაზრდილია 145 მილიონ ლარამდე. დასკვნა გააკეთეთ თქვენ თვითონ. ჩვენ ორჯერ 20.12.12წ. და 30.05.13წ. გადაგვიყვანეს ერთი დაწესებულებიდან სხვაში, მაგრამ არც ერთხელ მოგვცეს კუთვნილი 0,8 კგ. პური, ხორცის კონსერვი 0,15 კგ. ჩაი.2011-2012წწ. ჩვენ მიახლოებით 30-ჯერ გაგვიყვანეს სასამართლოებზე. პატიმრებს ამ დროს აძლევდნენ ბრინჯის ქაშს (0,055გრ.), 2 სოსისს, პურს (0,2), წვენს (0,2ლ), 2 ვაფლს – ყველაფერს ბრძანების თანახმად. ახალმა ხელისუფლებამ 06.009.13წ. და 24.09.13წ. სასამართლოზე გაყვანისას მოგვიგდო დაუჭრელი გამხმარი პურის ბატონი და კონტეინერში კოვზის გარეშე 50გრ. ბრინჯის ქაში, რომელიც როგორც ჩანს უნდა აგველოკა! გაუჩინარდა სოსისი, წვენი, ვაფლი. საინტერესოა ვინ შეჭამა ან გაყიდა ისინი?  ყველა პატიმარმა კარგად იცის ბრინჯს, ლობიოს და თევზს ადრეც და დღესაც აძლევს მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ის აჭმევდა პატიმარს და აჭმევს დღესაც. ანუ გამოდის სამინისტრო იძლევა მხოლოდ უვარგის პურს, დამპალ კარტოფილს და კომბოსტოს და კიდევ რაღაც საჭმელს, აფეთქებულ ქათამს, წიწიბურს, რომლის ჭამის შემდეგ პატიმრები მისაბმელი ხდებიან, რომ არ აფრინდნენ გაზებისაგან. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და სამინისტროში აფასებენ და ყველანაირად ელოლიავებიან თავის ჯალათებს, არ აქვს  მნიშვნელობა არის ეს ჯალათი წინა ხელისუფლების თუ ახლის. 2012 წლის 20 დეკემბერს დავწერეთ საჩივარი მაშინდელ დირექტორს გოჩა კასრაძეს სადისტ ოფიცერზე გულივერ კონტუაძეზე. საჩივარი განხილვისთვის იყო გადაცემული დღევანდელ დირექტორის მოადგილის რეჟიმის დარგში ზურაბ მოდებაძისთვის. გლდანის კონცლაგერში გადმოყვანისას ვნახე ღიპგადმოგდებული მოჭიხვინე გ. კონტუაძე, რომელმაც გვითხრა:  „დაწერე გინდა სტრასბურგში, გინდა სტამბულში, გინდა ივანიშვილთან, ყლ…ე მკიდია, ფეხებს მომჭამთ“.  ჩვენ დავიწყეთ გამოკვლევა რა რეაგირება იყო მიღებული ჩვენს საჩივარზე კონტუაძის წინააღმდეგ. დირექტორი ნ. ქინქლაძე შეეცადა საერთოდ დაემალა საჩივრის არსებობა, მაგრამ ჩვენ გავუგზავნეთ მას საჩივრის ასლი ჩვენი არქივიდან და ის იძულებული გახდა მოეწერა პასუხი, მან გვამცნო რომ საჩივარი განხილვისათვის გადაეგზავნა ზემდგომ ორგანიზაციას, ანუ ჩვენ უბრალოდ მოგვიშორეს. ამის შემდეგ, მივმართეთ სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირებას, თუმცა როგორც ცნობილია გენერალური ინსპექცია მხოლოდ აგროვებს მაკომპრომეტირებელ ჩვენებებს ჯალათების შანტაჟისათვის, ამიტომ არ გაგვკვირვებია როცა არაფერი გააკეთეს. ჯალათი გ. კონტუაძე, რომელიც შუბლზე აწერდა პატიმრებს სიტყვა „ყლ….ს“ დღესაც იღრიჭება, როდესაც ჩვენ გვხედავს. ანალოგიური სიტუაცია არის N15 დაწესებულებაში, სადაც დირექტორად ზის „ნამდვილი პოლკოვნიკი“ პეტრიაშვილი,  10.0003.13წ. ჩვენ მოგვაყენა შეურასხყოფა ერთ-ერთმა კონტროლიორმა. დავწერეთ საჩივარი, მოვითხოვეთ მისი დადგენა და დასჯა. ეს იყო სადისტი ოფიცრი ჭაბუკა ზარიაშვილი, რომელიც აწამებს ე.წ. „ბოლნიჩკაზე“ ავადმყოფ პატიმრებს. საჩივარი იყო დაწერილი დღევანდელ დირექტორის მოადგილეზე რეჟიმის დარგში თემურ ოქროპირიძის სახელზე. მან მითხრა რომ თურმე ვერ მონახავს სადისტ კონტროლიორს, ის შესაძლებელია უკვე გააგდესო, 2013 წლის სექტემბერში ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა რა რეაგირება იყო მიღებული სადისტების მიმართ. დირექტორმა პეტრიაშვილმა მოგვწერა, რომ ვერ ნახულობს ჩვენს საჩივარს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საჩივრები გაანადგურეს დირექტორეების მოადგილეებმა რეჟიმის დარგში ზურაბ მოდებაძემ (#8 გლდანი) და თემურ ოქროპირიძემ (#15 ქსანი) ანუ რეჟიმი აქეზებს და შემდეგ მალავს დანაშაულს. ჩვენ მივმართეთ N8 კონცლაგერის დირექტორს ნოდარ ქინქლაძეს სადისტი ოფიცრის ვალერი კენკიშვილის წინააღმდეგ, რომელმაც ინვალიდი დიაბეტიკი ლუკმაპურის გარეშე დატოვა და არ დაარეკინა სახლში იმისათვის რათა ოჯახისთვის შეეტყობინებინა, რომ გაუთავდა ინსულინი. აბსოლუტურად არავითარი რეაქცია, ვითომც არაფერი დაგვიწერია. ჩვენ შევეცადეთ ჯალათების დღევანდელი თანამდებობების დადგენა. ზურაბ მოდებაძემ მოგვწერა, რომ მათი დადგენა შეუძლებელია, რადგან ოფიცრები და კონტროლიორები იცვლებოდნენ ყოველ დღე. ეს არის თავხედური ტყუილი, რადგან ჯალათი ოფიცრები მუშაობდნენ და მუშაობენ დღე გამოშვებით, ხოლო კონტროლიორები სამ დღეში ერთხელ.

დირექტორმა ნოდარ ქინქლაძემ გაგვაკვირვა, თურმე ჯალათების გვარები და თანამდებობები არის საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც იცავს სახელმწიფო. დირექტორმა პეტრიაშვილმა ორჯერ განაცხადა უარი ჯალათებისა და ქურდების-სახელმწიფო ქონების გამფლანგველების თანამდებობების გადმოცემაზე. გენერალური ინსპექციის ინსპექტორმა ლუკა კოპალეიშვილმა განაცხადა უარი ჯალათებზე ინფორმაციის მოცემაზე, რადგან თურმე მათი სამუშაო ადგილი წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოება აკრძალულია. იგივე პასუხი მოგვწერა სასჯელაღსრულების ადამიანთა რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა ეთერ ბახტაძემ. უფროსი ინსპექტორი შიდა ინსპექტირების სამმართველოს გენერალური ინსპექციის მიხეილ ხაჭაპურიძე კი მთლად გასცდა დანაშაულის დაფარვის ყველა ზღვარს. მან განაცხადა უარი გვითხრას იმ ჯალათების გვარები, რომელთა მიმართ იყო აღძრული ს.ს. საქმე ჩვენი წამების ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ #8 კონცლაგერის დირექტორის მოადგილე რეჟიმის დარგში ზურაბ მოდებაძე ყოფილ დირექტორ გოჩა კასრაძის წერილის თანახმად 2010-2012 წწ. მუშაობდა ოპერატიული მორიგე თანაშემწის თანამდებობაზე ანუ იმ დეპეენკაზე, სადაც სცემდნენ, აწამებდნენ, ცოცხებით აუპატიურებდნენ პატიმრებს. იქვე მუშაობდნენ გულივერ კონტუაძე, ვალერი კენკიშვილი, თენგიზ ჩიჩუა, რომელთაც დღეს იცავს და მფარველობს ზურაბ მოდებაძე. როგორც ამბობენ ზურაბ მოდებაძე დღეს – ხვალ უნდა დაინიშნოს ეთ-ერთი კოლონიის უფროსად, მას უკვე ამზადებენ ამისათვის. როგორც სხვა დირექტორები ისიც აუცილებლად თან წაიყვანს მისთვის კარგად ნაცნობ, ყველა მხრიდან შემოწმებულ ჯალათებს.

როგორც გაიძახის მინისტრი დღეს სამინისტროს აქვს „ადამიანური სახე“ და დამყარებული არის გამჭვივალობა. ვითმ 50% ძველი თანამშრომლების არის გაშვებული, მაგრამ მინისტრი რატომღაც არ აზუსტებს იყო თუ არა მათ წინააღმდეგ აღძრული ს.ს. საქმეები. როგორც ჩვენ ყველამ ვიცით სამინისტროს აქვს თავის სასწავლო ცენტრი, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს ყოფილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მაია ხასია. სასწავლო დაწესებულება თავის შინაარსით უნდა ამზადებდეს ახალ „ადამიანური სახით“ ოფიცრებს და თანამშრომლებს. ამის მაგიერ ჩვენ ვხედავთ, რომ ციხეებში და კოლონიებში შემოიჭრნენ ყოფილი პოლიციელები და უვარგისი პროკურორები, რომლებიც პროკურორებმაც კი მოიცილეს. ირაკლი კოდუას დროს სოდ-ში მუშაობდა N8 კონცლაგერის ყოფილი დირექტორი გოჩა კასრაძე. დღეს ის უდგას სათავეში ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს, ის ყველა ხერხით ეწინააღმდეგება ჩვენთვის ყოფილ „კოლეგებზე“ და მეგობრებზე სოდიდან ინფორმაციის მიწოდებას. ყოფილი პოლიციელი იყო N15 დაწესებულების ყოფილი დირექტორი მერაბ არობელიძე, N8 დაწესებულების რეჟიმის უფროსი გიორგი ფიფია, N15 დაწესებულების ყოფილი მოადგილე  უსაფრთხოების დარგში ლევან გურგენიძე, ჯალათი N8 კნცლაგერის უსაფრთხოების თანამშრომელი ავსანჯანაშვილი. ყოფილი პროკურორები: სასჯელაღსრულების დპარტამენტის თავმჯდომარე მიხეილ ღურწკაია 2013 წლის მარტამდე იყო მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. N8 კონცლაგერის დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში ილია ხარძიანი – არის ყოფილი მთავარი პროკურატურის პროკურორი. მასზე არაერთხელ ეწერა პრესაში. N15 კონცლაგერის დირექტორის უფროსის მოადგილე სოციალურ დარგში ალექსანდრე ჩაჩიბაია გამოაგდეს პროკურატურიდან. როგრც ჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ყველა ხერხით ნერგავენ თავის აგენტებს ციხეებში. პროკურორებს კი უფრო მოსწონთ სოციალური დარგი, სადაც არის უამრავი შესაძლებლობა გაფლანგვისთვის და მაქინაციებისათვის. 30.09. 2013 წ. ჩვენ საკანში 20:000 გვესტუმრა სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი ნათია ლანდია, ყველა მხრიდან შესანიშნავი ადამიანი. იშვიათად შეგხვდება წარმატებული ადამიანი, რომელმაც დათმო საინტერესო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ციხის კადრების ნახვის შემდეგ და გადაწყვიტა მიეძღვნა თავისი ცოდნა და ენერგია ავადმყოფი პატიმრებისთვის. ქალბატონ ლანდიას შემოუვა მოახლეების თავხედური ჯოგი, რომლებსაც პატიოსან ოჯახში არ შემოუშვებენ იმის გამო, რომ არ წაიძღვანიონ რამე. საუბრისას აღმოჩნდა, რომ ნ. ლანდიას მოახლეები, საერთოდ არც კი აცნობებენ არსებულ სამედიცინო სფეროში პრობლემებზე, რაზეც ჩვენ დიდი ხანია გვქონდა ეჭვი. მთავარი ექიმები, რომლებიც მხოლოდ ღამის საათებში ბედავენ კორპუსებში და ე.წ. „ბოლნიჩკაში“ შესვლას არ აწვდიან მას მართალ ინფორმაციას. ლანდიას მოახლეებს შორის ჩვენ შევამჩნიეთ N8 დაწესებულების მთავარი ექიმი ნანა მაღრაძე, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ არ დაწყებულა გრიპის ეპიდემია, „ფანტომასივით“ იყო ნიღაბით, ალბათ იმისათვის, რომ არავის ეცნო. ლანდიამ გაკვირვებით გვითხრა, რომ თურმე მოგვწერა 8 წერილი და კიდევ 1 წერილი ჩვენი ჯანმთელობის მდგომარეობაზე ბატონ კობა დავითაშვილისთვის მიუწერია. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა იმის გამო, რომ თურმე ყველა წერილში გვწერს, რომ ჩვენ გვეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება და ჩვენ ვერ გაგვიწევენ დახმარებას ჩვენი ხარჯით ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარებაზე. როგორც ჩანს ქალბატონ ნ. ლანდიას თითქმის ერთი წლის განმავლობაში არავინ შეატყობინა, რომ ჯიმშერ ელიზბარაშვილს ყველა რეჟიმის ჯალათი ექიმები კლავენ და რომ მას აქვს დიაბეტის დეკომპენსირებული ფორმა. ლანდიას თურმე ატყუებენ ასევე სხვა საკითხებშიც, ქაღალდზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არის დიეტური კვების 11 მაგიდა. სინამდვილეში კი #8, #15, #17 დაწესებულებებში არსებობს მხოლოდ 2 ტიპის კვება: ვითომ ჯანმრთელი პატიმრებისათვის, რომლებსაც დღისით სინათლით ვერ იპოვი და ე.წ. დიეტური კვება, რომელიც ცოტა ჯობია უბრალოს და მისი დანიშვნისთვის გჭირდება ადმინისტრაციასთან დაახლოებული ადვოკატი მაგალითად ცირა ჯავახიშვილი, ან ვენების გადაჭრა და სხეულის დასახიჩრება. ლანდიამ გაკვივებული დარჩა როცა გაიგო, რომ თურმე 3 წლის განმავლობაში (მათ შორის ბოლო წლის ახლი ხელმძღვანელობის ხელში), ჩვენ მე-2 ჯგუფის ინვალიდს და კიბოიან  58 წლის პატიმარს მისცეს მხოლოდ 30 აბი წნევის დასაწევი, ორიოდე ბლისტერი ვალიდოლი და ცოტა კორვალოლი. ყველაფერი ეს იმ დროს, როდესაც მინისტრი საზეიმოდ გაიძახის, რომ ავადმყოფ პატიმრებზე წლის განმავლობაში იხარჯება 700 $, ჩვენ რატომღაც არ მივიღეთ ჩვენი წილი 700 დოლარი. ძალიან გამიკვირდა როცა გავიგე რომ თურმე მომხდარა პატიმრების 6000 ჯერ გადაყვანა გამოსაკვლევად საუკეთესო კლინიკებში. ეს იქნებოდა შესანიშნავი, მაგრამ ვის და რისთვის სჭირდება საუკეთესო გამოკვლევა, როდესაც ძველი სადისტი ჯალათი ექიმები არ მკურნალობენ პატიმრებს. რისთვის სჭირდება გამოკვლევა ციხეში დაბრმავებულ ნოდარ დუმბაძეს, თუკი მას არ უკეთებენ თვალის ოპერაციას, ან სულიკო ხუციშვილს, რომელიც ასევე დაბრმავდა. ასეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ უსაზღვროდ. დაუკვირდით, კანონი ამნისტიის შესახებ ამუშავდა მთლიანი ძალით 2013წ. იანვრის ბოლოს. ანუ 8 თვის განმავლობაში 6000 გაყვანა, თვეში750 გაყვანა, დღეში – 15 გაყვანა. ამდენი პატიმარი დღეს არ გაყავთ სასამართლოში, ანუ მთელი დღეები ბადრაგებს დაყავთ პატიმრები ქსანიდან, რუსთავიდან  და ა.შ. ქალაქის საავადმყოფოებში? კიდევ ერთი, ამ რიცხვიდან გამომდინარე გამდის, რომ 66% პატიმრების არის ისე მძიმედ დაავადებული, რომ  მათ სჭირდებათ საუკეთესო სამედიცინო დახმარება, რადგან სადისტები-ექიმებით სავსე რესპუბლიკური საავადმყოფო მათ ვერ მკურნალობს. ჩვენ არ გავაგრძელებთ საუბარს უკიდურეს ანტისანიტარიაზე ამ ე.წ. სამედიცინო დაწესებულებაში, ხოჭოების და ტარაკნების ჯოგებზე…  იქიდან გამომდინარე, რომ ციხის საავადმყოფო განკუთვნილია 600 პატიმარზე, (მაგრამ, როგორც ამბობენ, იქ არის 800-მდე პატიმარი, ზუსტ რაოდენობას, მიუხედავად სამინისტროს მიერ გამოცხადებული ე.წ. „გამჭვირვალობას“ თქვენ მაინც არავინ გეტყვით), ხოლო ქსნის ტუბერკულიოზურ ზონაზე როგორც ამბობენ არის 600-800 პატიმარი, გამოდის, რომ მძიმე ავადმყოფების რაოდენობა შეადგენს მიახლოებით 1500 პატიმარს ანუ 16%. ამას უნდა დაემატოს დიაბეტით დააადებული პატიმრები, რომლებიც არიან საერთო ზონებზე, და ყველა ციხეში და ზონაზე არსებული  ე.წ. „ბოლნიჩკის“ პატიმრები. რის შემდეგ გამოდის, რომ არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ, რომ  რამენაირად შეუმსუბუქონ ავადმყოფებს სიცოცხლე – მოაკლონ მათ სასჯელი. საბჭოთა დროს, რომელიც დღეს ასე არ უყვართ დასავლური ორიენტაციის „პოლიტიკოსებს“, თითქმის ყოველ წელს გამოდიოდა ამინისტია, რომლებიც პირველ რიგში ეხებოდა პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ქალებს და არასრულწლოვანებს, ხოლო ჩვენთან ყველაფერი არის უკუღმა, ავადმყოფებს ალპობენ, კეტავენ დახურულ დაწესებულებებში იმისათვის, რომ არავინ გაიგოს, რომ მათ უბრალოდ სამედიცინო დახმარების გარეშე კლავენ. არანაკლებ საინტერესო არის ქალბატონ ნ. ლანდიას შეხედულება სამინისტროს საკადრო პოლიტიკაზე. მისი თქმით, თურმე ჯალათი ექიმების მშვიდობიანადაც გაშვება შეუძლებელია არათუ მათი ციხეში ჩაჯენა, თურმე ახალგაზრდა ექიმები არ მოდიან სისტემაში სამუშაოდ, თურმე შეუძლებელია ჯალათების გაგდება, რადგან მათ გაიარეს ატესტაცია. არადა, ერთადერთი კრიერიუმი, რომელსაც აკმაყოფილებს დეპარტამენტის ყველა ექიმი, ეს არის ვაჭრობის ცოდნის უმაღლესი დონე. მაგალითისთვის გეტყვით, რომ  მერვე დაწესებულებაში წლების განმავლობაში მომუშავე, ყოფილი მთავარი ექიმის გია ადეიშვილის, მარჯვენა ხელი ლევან სულაქველიძე ამ ხელოვნებას ფლობს უმაღლეს დონეზე. ის საათობით ევაჭრება პატიმრებს ფსიქოტროპული წამლების დოზაზე. არ გგონოთ ექიმი ლევანი არის ჯალათი – არა, ის არის მატყუარა. 3,5 თვე ის პირდებოდა დიაბეტიკ არჩილ ვასაძეს დაავადებულს მწვავე ცისტიტით, უროლოგის კონსულტაციას. ექიმი არ მკურნალობდა ტუბერკულიოზ გადატანილ დიაბეტიკს ნოდარ ავალეიშვილს და ეუბნებოდა, რომ ის ახველებს იმის გამო, რომ ეწევა, თუმცა ავადმყოფი 2 წელი აღარ ეწეოდა. ფეხებდასიებულ ზაქრო პაპონაშვილს ჰქონდა დიაბეტური ნეფროპათია და რომელიც ვეღარ დადიოდა, მას  აძლევდნენ პრეპარატს „ესენციალე“. მატყუარა ექიმმა განუცხადა მას, რომ ციხეში მკურნალობენ მხოლოდ იმ დაავადებებს, რომლებიც იყო შეძენილი ციხეში. დიაბეტიკ თამაზ სინჯიაშვილს, რომელსაც გაუსივდა ერთი ფეხი ისე, რომ ვერ იცვამდა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს, ჯალათების კონსილიუმმა მატყუარა ლევანის თავმჯდომარეობით განუცხადა, რომ არ იციან რა ქნან. ჩვენი ნებართვის გარეშე მატყუარამ გასცა გაყალბებული ცნობები ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, სადაც თავხედურად ჩაწერა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არის შესანიშნავ მდგომარეობაში და ჩვენ გვეწევა სამედიცინო დახმარება. ლანდიას თქმით, შეუძლებელია თურმე სამსახურიდან გაგდება ჯალათი ფტიზიატრის გელა ბესელიასი, რომელიც უწერდა სასტიკად ნაცემ პატიმრებს, რომ „მათ არ აღენიშნება დაზიანებები“ და ყასაბივით დადიოდა დასისხლიანებულ ხალათში. შეუძლებელია თურმე გაგდება ჯალათი ენდოკრინოლოგის ლია ცინცაძის, რომელიც ზეპირად უწერდა სამედიცინო ბარათში დიაბეტით დაავადებულ პატიმრებს ინსულინის დოზებს. ეს სადისტი იგონებდა და უწერდა ბარათებში პატიმრებს ნორმალური გლიკემიის დონეს. არც ერთ ავადმყოფს მან 3 წლის განმავლობაში არასდროს არ დაუნიშნა დიეტური კვება მაგიდა #9. გლდანის #18 დაწესებულებიდან (საავადმყოფო) ჯალათი ტელეფონით უნიშნავდა წამლებს დიაბეტით დაავადებულ, დაბრმავებულ სულიკო ხუციშვილს, რომელსაც ჰქონდა სისხლში გლიკემიის დონე 550გმოლ/ლ, ქსანში მყოფ პატიმარს. ჯ. ელიზბარაშვილი, რომელიც ეკამათებოდა მას ასეთი ჯალათური მკურნალობის გამო, მან ორჯერ გაუშვა კარანტინში.  მხოლოდ ყოფილ მთავარ ექიმს გია ადეიშვილს და ექიმ ია ყიფშიძეს ეყო პატიოსნება თავად წასულიყვნენ სამსახურიდან, აქ დარჩენილი სადისტი ექიმები მათ დასცინიან. არანაკლებ საინტერესო სიტუაცია არის #15 დაწესებულებაში. მთავარი ექიმი ჟანა ფურცელაძე  (მეტსახელად ქალბატონი-მკვლელი) რომლის გადადგომის მოთხოვნით ნახევარი ზონა შიმშილობდა და განცხადებას 700 პატიმარი აწერდა ხელს, დღეს აღარ არის მთავარი ექიმი, მაგრამ ის გადამალეს და როგორც ამბობენ, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდება, დანიშნავენ მთავარ ექიმად სხვა ციხეში. ლანდიასთან საუბრისას ჩემდა გასაოცრად გავიგე, რომ თურმე უხელო და ცალფეხა კახაბერ ჭეიშვილს არ ეკუთვნის ე.წ. „აქტიროვკა“, რადგან ხელები მას მხრებში მოაწრეს ციხის გარეთ. სად წავიდა თქვენი „ადამიანური სახე“ 1 ჯგუფის ინვალიდის თანასაკნელები მაინც შეიცოდეთ, რომლებიც წლების განმავლბაში მშობლებივით უვლიან ინვალიდს, ბანენ, აჭმევენ, უწმინდავენ კბილებს, დაყავთ ტუალეტში.

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

ნუთუ იმისათვის, რომ სამინისტრომ პატიმარს გაუკეთოს აქტიროვკა, მან თავიც უნდა დაკარგოს, თუმცა ესენი უთავო პატიმარსაც კი არ დაინდობენ, #15 დაწესებულებაში გონებასუსტი (იდიოტი) დათო მწარიაშვილი ზის, რომელიც ღამით იფსამს და რომელსაც ურეცხავენ, აჭმევენ თანასაკნელები. ის ჯალათმა პროკურორებმა პირველად გაასამართლეს და 2 წლით მისცეს სასჯელი, არადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო. შემდეგ მშიერმა ბავშვმა მოიპარა 1 პაჩკა პეჩენია. ეხლა კი იხდის სასჯელს, ვითომ ბიძის მკვლელობისთვის, რომელმაც მას არ დაალევინა ჭიქა კომპოტი. ჯალათ პროკურორებს ვერსიის გამოგონებითაც კი თავი არ შეუწუხებიათთ. დააბრალეს სოფლის სულელს მკვლელობა და საზეიმოდ განაცხადეს, რომ გახსნეს მკვლელობა. ისინი, ვინც ასეთ სულელ ბავშვს აკავებს ციხეში, არაფრით არ არის უკეთესი ჯალათ პროკურორებზე. თუმცა რა გასაკვირია, როდესაც #8 დაწესებულების მთავარმა ექიმმა ნანა მაღრაძემ განაცხადა პატიმარზე: „რა უნდა გააკეთოს თავისუფლებაზე, მისთვის ციხე უკეთესია“. ასეთი ექიმების ხელში ჯალათი პროკურორიც კი არ გჭირდება. ყველამ იცის შოთა თოლორდავას დროს მოყვანილ პატიმრებს უშვებდნენ ე.წ. „კორიდორში“ სასტიკად სცემდნენ, წიხლებით და ხელკეტებით, ხოლო ექიმი-სადისტი გულიკო ამას „ვერ ამჩნევდა“. თურმე შეუძლებელია ექიმი ნანა შაიშმელაშვილის გაგდება, რომელმაც „სევდით“ ხმაში გვითხრა „თქვენ ხომ აღარ გაწამებენ“, თურმე  შეუძლებელია გაგდება სადისტი ტელმან ხვედელიძის, რომელიც დადის შეიარაღებული ორი ათეული 5 მლ შპრიცით, სავსე დიაზეპამით, ხოლო ჯიბებში ვაზნებივით უდევს დიაზეპამის ამპულები. ოღონდ ღამე არ შეაწუხო ტელმანი და ამისათვის ის „გაგიჩხერს“ 6-7 ამპულას მის საყვარელი ტრანკვილიზატორს.  კომაში მყოფ სპარტაკ მამედოვს ე.წ. ნევროპათოლოგმა ჟანა ფურცელაძემ ტელეფონით დაუნიშნა ვენაში ანალგინი ნო-შპასთან ერთად. სადისტები ჯანა და ტელმანი გამოთქვამდნენ უკმაყოფილებიას: „ბოლოს და ბოლოს როდის მოკვდება ეს თათარი, ჩვენ რა, სხვა საქმეები არა გვაქვს“. ალბათ არ ღირს გაშვება მხიარული ახალგაზრდა ფსიქიატრის მაგდა ზერიანიძის, რომელიც ზედმეტი თხოვნის გარეშე დაუნიშნავს ფსიქოტროპულ პრეპარატს ყველა მსურველს, ოღონდ გამოთქვი სურვილი და ალბათ მთლად დაუშვებელია გაშვება ქირურგის ლევან კაჭკაჭურის, რომელიც ეპილეპტიური შეტევის დროს უკეთებს ავადმყოფს 6 ამპულა დიმედროლს და იმის მაგიერ, რომ გაკეროს ჭრილობა, მხოლოდ უხვევს იმას პატიმარს. ალბათ არ ღირს გაშვება რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროპათოლოგის ნუცუბიძის, რომელიც წამლავდა სერგო ქიმერიძეს გაურკვეველი წამლებით და შემდეგ წაშალა მათი დასახელებები დანიშნულების ფურცელში და ზემოდან დააწერა ისეთი ტრანკვილიზატორები და მათი დოზა, რომ ცხენსაც კი წააქცევს. დანარჩენში კი რა თქმა უნდა სამედიცინო დეპარტამენტში ყველაფერი რიგზეა, პატიმრები არიან ჯანმრთელად და მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

 

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 00:40

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,148
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics