“უდოს” კომისია უქმდება

news
: news იანვარი 5, 2015 11:44

“უდოს” კომისია უქმდება

მნიშვნელოვანი

  • პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს.

სხვა სტატიები

პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილობრივი საბჭოები მიიღებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია – ე.წ. ედოს კომისია, უქმდება.

“უდოს” კომისიის გაუქმებას “პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწისნებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მომზადდა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

სამინისტროს ცნობით, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოები მოწესრიგებულად მუშაობს, მუდმივმოქმედი კომისია კი ცალკე მდგომი ორგანო იყო, რომელთან დაკავშირებითაც ანალიზმა მისი გაუქმების მიზანშეწონილობა აჩვენა. უწყებაში აცხადებენ, რომ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, სისტემა ერთიანი იქნება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი და სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.

news
: news იანვარი 5, 2015 11:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics