- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
უგულავას საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაცნობად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს საკმარისი დრო ჰქონდა
მნიშვნელოვანი
- უგულავას საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაცნობად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს საკმარისი დრო ჰქონდა
სხვა სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტის გასაცნობად საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს საკმარისი დრო ჰქონდა. ამის შესახებ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო გაცნობოდა დოკუმენტს.
“არა თუ მერაბ ტურავას, ცხრავე მოსამართლეს ჰქონდა საკმაო დრო. ჩვენი პოზიციები დიდი ხნის წინ გვქონდა დაფიქსირებული და ვმუშაობდით. მერაბ ტურავას პოზიციებიც ბევრჯერ გვქონია მოსმენილი. საიდუმლო ინფორმაციას ვერ გავამხელ ვის რა პოზიციები ჰქონდა და როდის რა, მაგრამ ერთს გეტყვით, ჩვენ 8 სექტემბრის შემდეგ ნებისმიერ დროს შეგვეძლო გამოგვეცხადებინა, იმიტომ, რომ საბოლოო პოზიციებისთვის კენჭისყრა ჩატარდა 8 სექტემბერს. სწორედ ბატონ მერაბის თხოვნით გადავდეთ რამდენიმე დღით გამოცხადება”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შეუჩერდება თუ არა ტურავას უფლებამოსილება, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ იცის. “შექმნილია ეთიკის კომისია, რომელიც სწავლობს იმ ფაქტს, ხდებოდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიერ სასამართლო საქმიანობის შეფერხება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.