უბედური შემთხვევა ჩხოროწყუში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 15, 2015 23:57

უბედური შემთხვევა ჩხოროწყუში

უბედური შემთხვევა მოხდა 15 ივნისს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, 53 წლის მამაკაცი რუბენ კოზმავა ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, ე.წ “დინამიტით” აპირებდა თევზაობას რომლის დროსაც მას ხელში აფუფეთქდა ეს მოწყობილობა. მიყენებული ჭრილობებისაგან ის ადგილზევე გარდაიცვალა.
დაღუპილი რუბენ კოზმავა საკუთარმა შვილმა აღმოაჩინა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ კრიმინალური პოლიციისა და ექსპერტიზის წარმომადგენლები. გარდაცვლილს ადგილზე ჩაუტარდა ექსპერტიზა. მოწმის სახით დაიკითხა კოზმავას შვილი, რომელმაც გამოძიებას განუცხადა, რომ მან ნახა მამა როგორ ემზადებოდა სათევზაოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით და მამის კატეგორიული მოთხოვნით ის არ გაყოლია მას სათევზაოდ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 15, 2015 23:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,906
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics