საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა სომხურ-ოსური შეხვედრების შესახებ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2015 22:07

საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა სომხურ-ოსური შეხვედრების შესახებ

მნიშვნელოვანი

  • სკანდალური და მიუღებელი ამ ფაქტში მხოლოდ საქართველოს ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის შეიძლება იყოს რამე... რადგან, როგორც სომეხი პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრეც იცოდა მსგავსი შეხვედრების შესახებ

სხვა სტატიები

11211473_1564722060439223_1015943709_oე.წ. სამხრეთ ოსეთისა და სომხეთის პარლამეტის თავმჯდომარეების შეხვედრა მთიან ყარაბახის ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც ქართულ მედია-სივრცეს პირველი ინფორმაცია ოსური წყაროებიდან ,,თაიმერმა,, მიაწოდა, საქართველოსა და სომხეთს შორის  ურთიერთობის სკანდალურ ეპიზოდად იქცა…  თუმცა სკანდალური და მიუღებელი ამ ფაქტში მხოლოდ საქართველოს ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის შეიძლება იყოს რამე… რადგან, როგორც სომეხი პოლიტოლოგი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრეც იცოდა მსგავსი შეხვედრების შესახებ და ამ შეხვედრების გამო სიტუაცია არ გაუმწვავებია… ერთადერთი რაც უნდა დაეცვათ როგორც სომხებს ასევე ოსებსა თუ აფხაზებს… ეს არის ის, რომ შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაევრცელებინათ… რაც ამ ბოლო ჯერზე ,,სამხრეთელმა,, ოსებმა რატომღაც არ გააკეთეს.

სომეხი პოლიტოლოგის გაგიკ ავაკიანის თქმით, ,,თბილისი ამ შეხვედრებზე საკმაო ხნით ადრე იყო გაფრთხილებული. საქართველოში ამ შეხვედრებს წყნარად ხვდებოდნენ, რადგან ის მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მთავარი პირობა ამ შეხვედრებისა, იყო მისი გაუხმაურებლობა. ოსების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ აქამდე სიტყვა არ დასცდენიათ სომხეთის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე და გაუაზრებელი პიარით, უხერხულ სიტუაციაში არ ჩაუყენებიათ სომხები. სომხეთში ასეთ მიდგომას აფასებდნენ და სწორედ ამიტომ სააკიან-ბიბილოვის არაფორმალურ შეხვედრას არ ჰქონია რაიმე მკაცრი წინასწარი პირობები. ყველა მხარემ იცოდა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი პიარი არ უნდა გაეკეთებინათ, სხვაგვარად საქართველოს ოფიციალური რეაქცია არ დააყოვნებდა. ასეთ პირობებში, ასეთი ,,რანდევუები,, ტარდებოდა… რატომ გახდა ეს ბოლო შეხვედრა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი? შეიძლება ეს რომელიმე სუპერ-აქტიური კლერკის შეცდომაა… ან შეიძლება მნიშვნელოვნად ჩათვალეს, მსგავსი ნდობის შეხვედრების მომავალში შესაძლებლობის რისკის ქვეშ დაყენების მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთელი მომხმარებლისთვის რამენაირი წარმატება ეჩვენებინათ,, აცხადებს ავაკიანი.

,, რა თქმა უნდა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა გალუსტ სააკიანი.  უხერხულ სიტუაციაში ჩააგდეს ისისც და სომხეთის რესპუბლიკაც. ახლა ქართულმა მხარემ, თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები დააწყნაროს, საჯაროდ უნდა გაროზგოს სომხეთი. ვფიქრობ გაკვეთილი მიღებულია და მსგავსი შეხვედრები მომავალში შეწყდება,, აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი გაგიკ ავაკიანი ,,ეხო კავკაზასთან,, საუბარში

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი,,

www.timer.ge

 

 

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2015 22:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics