ტყავის ჩანთა– ჟვანიას საქმის ახალი დეტალი

news
ავტ.: news იანვარი 6, 2015 14:16

ტყავის ჩანთა– ჟვანიას საქმის ახალი დეტალი

მნიშვნელოვანი

  • ადგილზე სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი გარდაცვლილი იპოვეს ტყავის ჩანთა იყო. ეს ის დეტალია რომელიც წლების განმავლობაში გამოძიებისთვის უცნობი იყო.

სხვა სტატიები

ადგილზე სადაც ზურაბ ჟვანია და რაულ იუსუპოვი გარდაცვლილი იპოვეს ტყავის ჩანთა იყო. ეს ის დეტალია რომელიც წლების განმავლობაში გამოძიებისთვის უცნობი იყო.

საქმეში ახალი გარემოება მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც დღევანდელ პროცესზე მოწმე კახა ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე მან მართლაც ნახა ტყავის ჩანთა.

კახა ჭუმბაძე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე იმ პერიოდში საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მან შემთხვევის ადგილზე ჩანთის არსებობა დაადასტურა, რის შემდეგაც ბრალდებულ ჩაჩუას ადვოკატმა მას შეკითხვით მიმართა – “იყო თუ არა ჩანთა დათვალიერებული.”

აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ჩანთა დათვალიერების შედეგად ნანახი ჰქონდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, ის დათვალიერების გარეშე შეიფუთა და აქედან გამომდინარე, არ ახსოვს რა იდო ჩანთაში. ამ დეტალზე განმარტებას დაცვის მხარე ამ ეტაპზე არ აკეთებს.

როგორც ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ დღევადელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში განმარტავს აღნიშნული ჩანთის მნიშვნელობას.

რაც შეეხება თავად ლევან ჩაჩუას, მან ამ საკითხზე საუბარი დახურულ სხდომაზე მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ჩანთის თემაზე კომენტარის გაკეთება არც საქმის პროკურორმა ისურვა. როგორც რევაზ ნადოიმ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ჩანთა ამ საქმეს არ ეხება და შესაბამისად ის ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 9 იანვარს 11:00 საათზე განახლდება. როგორც ცნობილია, შემდეგი პროცესი კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

news
ავტ.: news იანვარი 6, 2015 14:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics