ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 21:40

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავსპოლოენთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროსაბჭოს ხელმძღვანელი დონალდ ტუსკი საბერძნეთის მოვლენების ანალიზისას ამბობს, რომ საბერძნეთის მთავრობამ მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალურ ძალებს სული ჩაჰბერა, რომლის შედეგი ევროპაში წინარევოლუციური მდგომარეობის შექმნაა, ისეთის, როგორც 1968 წელს იყო.

ტუსკმი უშუალო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბერძნეთის ვალების დარეგულირების საქმეში.
ტუსკთან ჟურნალისტების შეხვედრა დაიწყო შეკითხვით, შეირყა თუ არა ბერლინის ავტორიტეტი იმით, რომ ანგელა მერკელი ციპრასს აძალებდა საკუთარი პირობები მიეღო. ტუსკმა შეკითხვაზე უპასუხა, რომ “გერმანიის პოზიცია განვითარებული მოვლენების ფონზე არც დასუსტებულა და რაც გაძლიერებულა”. “სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ევროზონის წევრებს შორის შეთანხმება თითქოს არავისი არ არის. აქ არც გამარჯვებულია და არაც დამარცხებული და ამასთანავე, სრულიად გასაგებია ენთუზიაზმის ნაკლებობა, დაკმაყოფილებული არავინ არის. მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გერმანია პოლიტიკური ძალაუფლების კონტექსტში გამარჯვებული არ არის… ბოლოსდაბოლოს ზუსტად გერმანიამ უნდა გაიღოს ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა ქვეყნებმა ციფრების და ფულის კუთხით” – განაცხადა ტუსკმა.
ჟურნალისტების მოსაზრებაზე, რომ საბერძნეთთნ შეთანხმება დიდი ხანი ვერ გასტანს და მოვლენებმა მხოლოდ გადადო ქვეყნის ევროზონადან გასვლის პროცესი, ტუსკმა უპასუხა, რომ ხელშეკრულების დადება წლების განმავლობაში მიღებული გარანტია არ არის. “ეს უბრალოდ მრავალწლიანი მუშაობის პირველი ნაბიჯია და მიმდინარე მომენტში ის მუშაობს”. “საბერძნეთის პარლამენტში ჩატარებული წინააღმდეგობებით სავსე კენჭისყრა და პრემიერ ციპრასის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ის მზად არის მხარი დაუჭიროს შეთანხმებას, რომლისაც არ სჯერა – ეს რაღაც ორიგინალური იყო” – თქვა ტუსკმა. “მაგრამ მგონია, რომ ეს გულწრფელი და პატიოსანი გამოსვლა იყო. რადგანაც, როცა მოლაპარაკებებზე მე მის სახეს ვაკვირდებოდი, აბსოლუტურად ცხადი იყო ის, რომ მას ეს ყველაფერი არ აკმაყოფილებდა და ნამდვილ გამოცდას გადიოდა”. დონალდ ტუსკის აზრით, რაიმე სახის გარანტიის მისაღებად აუცილებელია თავი შეიკავონ ღირსებაზე, შეურაცხყოფასა და ნდობაზე საუბარისგან, რადგანაც “ეს მოლაპარაკება კი არ არის, არამედ ბრძოლისთვის მზადება, როგორც ეს ვიცით ჩვენი ისტორიებიდან”. მოლაპარაკებები ,მისი თქმით, მხოლოდ ციფრებს უნდა ეხებოდეს, კანონებს, პროცედურებს, საჭიროა უფრო პრაგმატული და არა პოლიტიკური და იდეოლოგიური დისკუსიები” – განაცხადა ტუსკმა.

დონალდ ტუსკი

 

შეკითხვაზე იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მას გეოპოლიტიკური ეჭვები, ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყოველთვის მყარად სჯეროდა ევროპის ფინანსური მდგრადობა იმ შემთხვევებშიც კი, თუკი საბერძნეთი ევროზონიდან გავიდოდა. პოლიტიკური, იდეოლოგიური და გეოლპოლიტიკური შედეგების გამოთვლაც შესაძლებელი იყო. მე, რეალურად არა ფინანსურ, არამედ იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შედეგებზე ვფიქრობ ” – თქვა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა. მისი აზრით, ახლა ისეთი ატმოსფერო, ისეთი განწყობა შეიქმნა, თითქოს ევროპაში დიდი პოლიტიკური დებატები მიდიოდეს. “რაღაცა, იდეოლოგიური თუ ეკონომიკური ილუზიაა, თითქოს ჩვენ შეგვიძლია არსებული ეკონომიკრი სისტემის ალტერნატივის შექმნა და ეს მხოლდო ბერძნული ფენომენი არ არის. ეს გონებების ახალი მიმართებაა და როგორც ინტუიცია მკარნახობს, ეს ძალიან საშიშია ევროპისთვის. განსაკუთრებით, ეს რადიკალური მემარცხენე ილუზია, თითქოს შეასძლებელია ტრადიციული ეკონომიკური სისტემის გარდა სხვის შემქმნა” – განაცხადა ტუსკმა.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელს ასევე დაუსვეს შეკითხვა, რუსეთი წარმოადგენს თუ არა პრობლემას საბერძნეთის საკითხთან დაკავშირებით. ტუსკმა თქვა, რომ მართალია რუსეთი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საშიშროების მატარებელი ელემენტია, მაგრამ “არა ყველაზე მნიშვნელოვანი”. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ევროპის შესახებ აზრის ჩამოყალიბებაა, რომელიც ევროპას და ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “შექმნილი მდგომარეობა 1968 წლის პერიოდს მაგონებს ევროპაში. ვგრძნობ, შესაძლებელია, არა რევოლუციურ განწყობას, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ მოუთმენლობას. როცა მოუთმენლობა მორჩება იყოს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განწყობა ხდება, ეს უკვე კართან არსებულ რევოლუციას ნიშნავს. ვფიქრობ, რომ დღეს არსებული რაღაც მოვლენები 1968 წლისას გავს” – განაცხადა ტუსკმა.მისი აზრით, განსაკუთრებით მემარცხენა და მემარჯვენე რადიკალებს შორის კავშირი არა მხოლოდ ევროპარლამენტში, არამედგ ახალგაზრდებშიც.

ტუსკი ევროპაში რევოლუციის ჩრდილს ხედავს
ტუსკის ყველაზე ემოციურ პასუხად ჟურნალისტებმა აღიარეს პასუხი შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აიძულეს საბერძნეთი მკაცრი ეკონომიკური რეფორმები მიეღო დასჯის ნიშნად, როცა გაბედა და ეჭვით შეხედა ევროპაში არსებულ წესრიგს. “მე ვერ დავეთანხმები მტკიცებას, რომ ამ სიტუაციაში ვიღაცა დაისაჯა, განსაკუთრებით, თუკი ეს დასჯა საბერძნეთს გულისხმობს ან პირადად ალეკსის ციპრასს. ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საბერძნეთს დავხმარებოდით… მე მესმის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დამცირება იყო და რომ ციპრასმა წააგო ბრიუსელშიც, პარიზშიც და ბერლინშიც, მაგრამ ეს აბსურდია. პრემიერი ციპრასი ქვეყნისთვის 80 მილიარდი ევროს გამოყოფას ცდილობდა და მან შედეგს მიაღწია. თუკი განვიხილავთ ფაქტებს, საქმეს და ციფრებს, მაშინ ერთადერთი ციფრი, რაც ჩვენს წინ დგას არის 80 მილიარდი დახმარება, რომელიც საბერძნეთს გამოეყო და ძალიან რბილი პირობებით. არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური პირობებიც, რომელიც ფაქტობრივად ყველანაირი საგარანტიო უზრუნველყოფის გარეშე მოხდა. და რა გვაძლევს იმის საბაბს ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფერში რაღაცა დამაამცირებელია საბერძნეთისთვის და რომ ამით ციპრასი დაისაჯა?”

ბოლოს, ჟურნალისტებმა ტუსკს კითხეს, არის თუ არა შესაძლებელი, ჯერაც ზაფხულის დასრულებამდე ისევ გახდეს საბერძნეთის თემაზე შეკრება საჭირო. “ვერ გამოვრიცხავ ამ თემაზე ახალი სამიტების ალბათობას, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება” – უპასუხა დონალდ ტუსკმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2015 21:40

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics