ტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ

news
: news იანვარი 7, 2015 13:00

ტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ

ტურისტები გუდაურში ასვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ტურისტები ფასანაურსა და მლეთაში არიან გაჩერებულები და აცხადებენ, რომ მათ სასტუმრო დღეიდან აქვთ დაჯავშნული, თუმცა ასვლას ვერ ახერხებენ.
“დღეს ჩამოვედით. მხოლოდ ბარათზე გვაქვს ფული, შესაბამისად, ფულის გამოყენებას ვერ ვახერხებთ. დაჯავშნილი გვაქვს სასტუმროები, გადახდილი გვაქვს ფული და ეს დღეები გვეკარგება. ფულის არქონის გამო ვერ ვახერხებთ საჭმლის ყიდვასაც კი”, – აცხადებენ ტურისტები.
ფასანაურიდან გუდაურამდე დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. ფასანაურიდან მლეთამდე გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს, მლეთიდან კი გუდაურამდე ზვავსაშიშროების გამო, სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. უკმაყოფილებას ძირითადად რუსი ტურისტები გამოთქვამენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საკვები პროდუქტები და წყალი უკვე დაურიგეს.

news
: news იანვარი 7, 2015 13:00

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics