ტრადიციული ალილო საქართველოს რეგიონებში

news
: news იანვარი 7, 2015 14:13

ტრადიციული ალილო საქართველოს რეგიონებში

ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში იმართება – გურჯაანში ალილოს ტრადიციული რიტუალი სამების ტაძრიდან დაიწყო. მრევლს სტიქაროსნები და ადგილობროვებიც შეუერთდნენ, მათ რამდენიმე ქუჩა მოიარეს და საშობაო ნობათი მოაგროვეს.

მიღებული პროდუქტი გურჯაანში ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.

ტრადიციული მსვლელობა მიმდინარეობს ქუთაისშიც. ალილოს მონაწილეები მიტროპოლიტმა კალისტრატემ დალოცა. დღეს დილიდან ნობათის შეგროვება ქუთაისის მერიის ეზოდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები მთელ ქალაქს შემოივლიან და შეგროვებული საჩუქრებს დღის ბოლოს მოხუცთა პანსიონატს გადასცემენ. მოსახლეობას შობა მხარის რწმუნებულმა და ქუთაისის მერმაც მიულოცეს.

ნაკლებად პომპეზურად აღინიშნა ალაილო ფოთში – წინა წლებისგან განსხვავებით, მსვლელობა მხოლოდ ერთი ტაძრიდან მოეწყო. ხარ-ურემის ნაცვლად ნობათი წელს ე.წ. პიკაპებზე შეგროვდა. ალილოში დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა ფოთის საკათედრო ტაძართან დასრულდა. შეგროვებული საჩუქრები სოციალურად დაუცველებს გადაეცემა.

news
: news იანვარი 7, 2015 14:13

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics