ტრაგედია მექაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2015 00:37

ტრაგედია მექაში

ტრაგედია მექაშისაუდის არაბეთის მეფემ, აბდულა იბნ აბდულ-აზიზ ალ-საუდმა განკარგულება გასცა წაუდგინონ უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალი, რომელიც ხაჯას დროს გამოიყენება. ხაჯაზე ყოველწლიურად მილიონზე მეტი მლოცველი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

მინას დაბლობზე, მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქ მექაში, გუშინ ჭყლეტაში 717 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 863 კი დაზიანდა, ათობით მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ეს მექაში მომლოცველების პირველი ტრაგიკული ისტორია არ არის, მაგრამ პირველია სიდიდით უკანასკნელი 25 წლის მანძილზე.
მეფის განცხადებით, საჭიროა ყოველწლიური ღონისძიების საორგანიზაციო საკითხების დახვეწა.
ქვეყნის მთავრობამ უკვე შექმნა კომისია, რომელიც მექაში მომხდარ კომისიას გამოიძიებს.
საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჭყლეტა იმის გამო მოხდა, რომ მლოცველებმა გაწერილი რეგლამენტი დაარღვიეს და მათი კონტროლი შეუძლებელი გახდა.
ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ მომხდარზე პასუხისმგებლობა საუდის არაბეთის ხელისუფლებას დააკისრა – ისინი ღონისძიების ცუდ ორგანიზებაში და არადროულ დახმარებაში დაადანაშაულა. დაღუპულებს შორის ირანის 100-მდე მოქალაქეა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2015 00:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics