ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დაკავებულია რუსეთის 5 მოქალაქე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 20, 2015 23:31

ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დაკავებულია რუსეთის 5 მოქალაქე

10872167_386848364808690_649858426_nრუსეთის გენერალურმა საკუნსულომ ქალაქ მარსელში, საფრანგეთის ხელისუფლებისაგან მიიღო ოფიციალური შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ტერორისტული აქტების მომზადების ბრალდებით დაკავებული არიან რუსეთის 5 მოქალაქე. ამ თემასთან დაკავშირებულ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, ნახსენებია დაკავებულთაგან ერთერთის ვინაობა, ის ზელიმხან ანზოროვიჩ ისმაილოვი გახლავთ და მას ტერორისტული აქტების მომზადების მიზნით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება დანარჩენ 4 ბრალდებულზე, მოგვიანებით მოახდენს რუსების ინფორმირებას.
საფრანგეთის მედია, დაკავებულ 5 რუსეთის მოქალაქეზე გავრცელებულ ინფორმაციებში, მათ ჩეჩნური წარმოშობის პირებად მოიხსენიებს და დაგეგმილ ტერაქტებს, ჩეჩნურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების ნაწილად მოიხსენიებს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 20, 2015 23:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,711
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics