“ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – არჩილ თალაკვაძე

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 12:46

“ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – არჩილ თალაკვაძე

მნიშვნელოვანი

  • სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უწყება აქტიურად ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

სხვა სტატიები

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უწყება აქტიურად ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას და თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

“ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ და ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები – სოციალური, სპორტული პროგრამები, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში. ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

news
ავტ.: news ივნისი 29, 2015 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics