ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახებს, შესაძლოა, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოთ

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:26 განახლებულია

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახებს, შესაძლოა, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოთ

მნიშვნელოვანი

  • კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმები, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.

სხვა სტატიები

კანონით დადგენილი სოციალური დაცვის მექანიზმები, შესაძლოა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული სახალხო დაცვის რაზმების მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.
ასეთი ინიციატივა, რომელიც ცვლილებების “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონში ასახვას ითვალისწინებს, პარლამენტს ფრაქციამ “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” შესთავაზა.
პროექტის მიხედვით იმ პირთა ჩამონათვალი ფართოვდება, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიღუპნენ და მას სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეები ემატება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ასეთი ოჯახები მიიღებენ “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით განსაზღვრულ ყოველთვიურ კომპენსაციას – 1000 ლარის ოდენობით.

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:26 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics