ტაჯიკეთმა აკრძალული საიტების სია გამოაქვეყნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 2, 2015 15:00

ტაჯიკეთმა აკრძალული საიტების სია გამოაქვეყნა

ტაჯიკეთმა აკრძალული საიტების სია გამოაქვეყნატაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ საიტების სია გამოაქვეყნა, რომლიც სამინისტროს შეფასებით ექსტრემისტულ და ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან.

სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ჩამოთვლილია 89 ვებ გვერდი, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს, უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას, მოძრაობა “სალაფიას”, “ძმებ მუსულმანებს”, “ხიზბ უტ ტახრირს” და “კავკასიურ ემირატებს” ეკუთვნით.
ოფიციალურმა დუშამბემ არა ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ექსტრემისტული ორგანიზაციების გააქტიურების გამო, რომელიც თავის მხრივ ბევრი ახალგაზრდის გადაბირებით სრულდება.
შს სამინისტროს მონაცემებით “ისლამურ სახელმწიფოში” ქვეყნის დაახლოებით 300 მოქალაქე იბრძვის, რომელთა ასაკი საშუალოდ 18-25 წელია. ზოგიერთი მათგანი სირიაში ოჯახებით არიან წასული.

ტაჯიკი ოპოზიციონერები თვლიან, რომ ახალგაზდრების რადიკალიზაციას კორუფცია და უმუშევრობის დონე იწვევს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 2, 2015 15:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,222
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics