ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

news
ავტ.: news ივლისი 2, 2015 16:20

ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

მნიშვნელოვანი

  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა, გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სხვა სტატიები

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა და სამსახურის თანამშრომლებმა, გმირთა მოედანზე ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გმირთა მოედანზე ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წევრები, თადარიგის პოლკოვნიკი, ოჩამჩირის შტაბის ყოფილი უფროსი დოდო გუგეშაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ტამიშის ბრძოლის მონაწილეები და სხვა პირები იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის კაპელანმა დეკანოზმა მიქაელ კირკიტაძემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. გმირთა მემორიალთან ისმოდა საგალობლები და ხალხური სიმღერები, რომელიც ომისა და შეიაღებული ძალების ვეტერანების ანსამბლ “მშვიდობის” წევრებმა შეასრულეს.

news
ავტ.: news ივლისი 2, 2015 16:20

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics