სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებამდე მისვლა სპეციალური ბილიკებით მოუწევთ

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 10:48

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებამდე მისვლა სპეციალური ბილიკებით მოუწევთ

სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველები ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკებით მივლენ. ამის შესახებ sportall.ge წერს.
მათივე ინფორმაციით, თბილისურ სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
გულშემატკივარმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ არა სტადიონის სალაროებთან, არამედ ვაკის პარკში მოუწევს შეკრება. აქედან ისინი სტადიონამდე სპეციალურად დაგებული ბილიკით მივლენ, 50-კაციან ჯგუფებად.
შეკრების ადგილზე რიგითობასა და უსაფრთხოებას პოლიცია და პატრული დაიცავენ. შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ადგილზე უფასო იქნება წყალი. დამონტაჟდება ბიოტუალეტები.
სტადიონზე უკვე დაიწყო დროებითი სალაროების მონტაჟი და მალე დასრულდება ბილეთების დაბეჭდვა.
ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დაიწყება – პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი რეალიზაციამდე 48 საათით ადრე გამოცხადდება.
როგორც ცნობილია, ტექნიკური ხარვეზის გამო, ბილეთები, ონლაინ რეჟიმის ნაცვლად, სალაროში გაიყიდება. თბილისში 22 000-მდე ბილეთის რეალიზაცია იგეგმება.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე” გაიმართება.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2015 10:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics