სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გაურკვეველი დროით შეწყდა

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 21:47

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა გაურკვეველი დროით შეწყდა

მნიშვნელოვანი

  • სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ქართულ ინტერნეტმაღაზიაში biletebi.ge-ში აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება და რა ფორმით გაიყიდება ბილეთები.

სხვა სტატიები

სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ქართულ ინტერნეტმაღაზიაში biletebi.ge-ში აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, როდის განახლდება და რა ფორმით გაიყიდება ბილეთები.

როგორც რუსთავი2-თან საუბრის დროს biletebi.ge-ის ტექნიკურმა დირექტორმა, გიორგი ჩხიკვიშვილმა, განაცხადა, ისინი UEFA-ს მითითებებს ელოდებიან.

“ჩვენ საღამოს მივწერეთ წერილი UEFA-ს, სადაც ჩავწერეთ, რომ ბილეთების გაყიდვა კვლავ შეფერხებებით მიმდინარეობს და ერთ დღეში 24 000-დან მხოლოდ 2 000-ზე მეტი ბილეთის გაყიდვა შევძელით. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ UEFA-ში. ველოდებით მათგან წერილს. უცნობია, როდის და რა ფორმით გაიყიდება სუპერთასის ფინალური შეხვედრის ბილეთები,” – აცხადებს რუსთავი2-თან საუბრისას biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორი.

news
ავტ.: news ივნისი 30, 2015 21:47

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics