,, სულ დავბოდიალობ სხვადასხვა სამყაროში, მენტალური თვალსაზრისით”

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2015 23:25

,, სულ დავბოდიალობ სხვადასხვა სამყაროში, მენტალური თვალსაზრისით”

“პროკურორი და მოსამართლე უნდა იყოს ნასამართლევი” – ამის შესახებ გიგი უგულავამ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ მისი აზრით ასეთი გამოცდილება ამ პროფესიის ადამიანებისთვის აუცილებელია.

„კანონით არის ასე, რომ პროკურორი და მოსამართლე არ უნდა იყოს ნასამართლევი, არადა მე თუ მკითხავ ყველაზე მეტად გამოცდილება თუ სჭირდება ვინმეს ეს ადამიანები არიან. უბრალოდ ეს როგორ უნდა მოეწყოს არ ვიცი, რადგან სტანდარტი ყველგან არის, რომ ნასამართლევი არ უნდა იყოს. მხატვრული ლიტერატურა მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული ამ თემაზე, რომ დაინახოს რა ხდება საკნის კარის იქით,“ – აცხადებს უგულავა.

ქალაქის ყოფილი მერი ციხეში გატარებულ დროს დაკარგულ დროდ არ მიიჩნევს და 14 თვის მანძილზე მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობს.

„ეს ყველაფერი მოხდა თანამდებობის დაკარგვის შემდეგ, ჩემთვის ეს არის შეჩვევა ვარდისფერი სათვალის გარეშე ცხოვრებისა. ივანიშვილს იმხელა ვარდისფერი სათვალეები უკეთია, რომ ასეთ სათვალეებით მოვიდა და ეგრე უყურებს დღესაც ამ ცხოვრებას. მე კი მივიღე გამოცდილება, რომ მომავალში ნებისმიერი მნიშვნელოვანი, ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებისას ალტერნატიული კუთხეებითაც შევხედო მოვლენებს,“ – ამბობს უგულავა.

ქალაქის ყოფილი მერი მის მიერ წაკითხულ წიგნებზეც საუბრობს, და ამბობს, რომ ის ლაპარაკს გადაეჩვია, რადგან ბოლო თვეებია მისი მთავრი საქმიანობა წიგნების კითხვაა.

„არ ვიცი რამდენად გარკვევით ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ამდენი ხანია არ მილაპარაკია. მეგობრებიც ამბობენ, რომ რაღაც სხვანაირად ლაპარაკობო. იქ ჩემი სარკმელი არის წიგნი. სულ დავბოდიალობ სხვადასხვა სამყაროში, მენტალური თვალსაზრისით მე მატროსოვზე ყველაზე ცოტა ხანი ვიყავი,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

news
ავტ.: news სექტემბერი 19, 2015 23:25