სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს თბილისის საკრებულო კვირას განიხილავს

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 14:17 განახლებულია

სტიქიით დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების წესს თბილისის საკრებულო კვირას განიხილავს

მნიშვნელოვანი

  • ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.

სხვა სტატიები

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულოში დღეს შევა.
ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ ჟურნალისტებს დღეს, თბილისის საკრებულოში განუცხადა.
მისივე თქმით, ანაზღაურების წესს ჯერ კომისიებში, შემდეგ კი საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ბერაძის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების წესის განხილვა კვირას, რიგგარეშე სხდომაზე მოხდება. ამის შემდეგ კი, ამ მიზნით შექმნილი სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურებას მიუბრუნდება.
ბერაძის თქმით, ამ წესის განსაზღვრაც მოხდება. ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სრული ციფრი თუ რამდენი მანქანა დაზიანდა 13 ივნისის სტიქიის შედეგად, ჯერჯერობით არ არებობს. მისივე თქმით, შს სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 200-მდე ავტომობილი დაზიანდა. ამ მანქანებიდან ნაწილი დაზღვეული იყო და მათ მფლობელებს ნაწილი უკვე აუნაზღაურდათ, დაუზღვეველი ავტომობილებისათვის კი სპეციალურ წესს შეიმუშავებენ.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 14:17 განახლებულია