სტიქიამ ელექტრო და გაზმომარაგებაში პრობლემები შექმნა-კალაძე სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა

news
ავტ.: news ივნისი 14, 2015 17:37

სტიქიამ ელექტრო და გაზმომარაგებაში პრობლემები შექმნა-კალაძე სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა

kaladze 3 kaxiენერგეტიკის მინისტრმა კრიზისების მართვის საბჭოს მის უწყებაში შექმნილი ვითარება გააცნო. როგორც ცნობილია სტიქიის შედეგად გუშინ დაზიანდა 35 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი, რომელიც მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც მდინარე ვერე მტკვარს უერთდება. სანაპიროზე მოგლეჯილია ჯებირები, ისინი მოვარდნილმა წყალმა გადაანგრია და სწორედ ამ ჯებირების ქვეშ გადიოდა გადამცემი ხაზები.

io

“დაზიანებულია „ვერე 1“, „ვერე 2“ ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ემსახურებოდა 22 ათას აბონენტს, მათგან 20 ათასი დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობაა, ათას 500 მთაწმინდის, 600 კი საბურთალოს რაიონია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ვიცე-პრემეირის თქმით, გაზმომარაგების კუთხითაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა.

“ვერეს ხეობაში გამავალი 500 მილიმეტრიანი გაზსადენი ფაქტიურად მოგლეჯილია და მდინარემ წაიღო. ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება საბურთალოს მოსახლეობას, ასევე ახალდაბას მოსახლეობას. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დროულად აღვადგინოთ გაზის მიწოდება,” – განმარტა ენერგეტიკის მინისტრმა.

kio

 

news
ავტ.: news ივნისი 14, 2015 17:37