სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა

news
ავტ.: news აგვისტო 6, 2015 16:04 განახლებულია

სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის საკითხზე ტრენინგი ჩატარდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ტრეფიკინგის სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის თემაზე ტრენინგი გაიმართა.

სხვა სტატიები

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ტრეფიკინგის სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და ანალიზის თემაზე ტრენინგი გაიმართა.
როგორც “თაიმერს” პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული სასწავლო აქტივობა მიზნად ისახავს არსებული მონაცემების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.
მათივე ინფორმაციით, სასწავლო კურსის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის თანამედროვე მეთოდები განიხილებოდა. რაც, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არსებული რისკების სწორად შეფასებაზე და ზრდის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობას.
ტრენინგში 4 სახელმწიფო უწყების: საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.

news
ავტ.: news აგვისტო 6, 2015 16:04 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics