სტამბული ტერაქტების ეპიცენტრი გახდა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 1, 2015 19:57

სტამბული ტერაქტების ეპიცენტრი  გახდა

მნიშვნელოვანი

  • გუშინ და დღეს სტამბულში მომხდარი უკვე მესამე ტერაქტი და ქვეყნის ნახევრისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, რომელიც სავარაუდოდ ჰაკერების მოწყობილია, თურქ მედიასაშუალების მხრიდან, თურქეთის და კერძოდ სტამბულის მიმართ მასშტაბურ ტერორისტულ შეტევად განიხილება.

სხვა სტატიები

გუშინ და დღეს სტამბულში მომხდარი უკვე მესამე ტერაქტი და ქვეყნის ნახევრისთვის ელექტროენერგიის გათიშვა, რომელიც სავარაუდოდ ჰაკერების მოწყობილია, თურქ მედიასაშუალების მხრიდან, თურქეთის და კერძოდ სტამბულის მიმართ მასშტაბურ ტერორისტულ შეტევად განიხილება.
ამ წუთებში მიმდინარეობს მესამე ტერაქტის მომწყობთა მიმართ ანტიტერორისტული ოპერაცია…
თურქეთის დოით დაახლოებით 18 საათზე, სტამბულის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ ოფისზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მქონე ერთი შეიარაღებული ქალბატონისა და ორი მამაკაცის მხრიდან პოლიციის მიმართულებით ცეცხლი იქნა გახსნილი… პოლიციამ საპასუხო ცეცხლით თვითმკვლელი ტერორისტი ქალი შენობის შესასვლელტან მოკლა… ხოლო დანარჩენმა ორმა ტერორისტმა (რომელთაგან ერთი დაჭრილია) მიმალვა მოახერხა. პოლიციელთა მხრიდან ორი დაჭრილია.

თურქული მედიის ცნობით რაიონი, სადაც ტერაქტი მოხდა, ბლოკირებულია. მიმდინარეობს ტერორისტთა დევნის ოპერაცია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 1, 2015 19:57