სტამბულის ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა

news
: news იანვარი 18, 2015 18:04

სტამბულის ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა

სტამბულის ფათიხის რაიონში აფეთქება მოხდა. კიდევ ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა კი სამართალდამცველებმა სტამბულის მალტეპესა და სულთანღაზის რაიონებში იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ფათიხის რაიონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ელექტროტრანსფორმატორში იყო ჩამონტაჟებული. მალტეპეს რაიონში კი ბოროტმოქმედებმა პოლიციის შენობასთან დატოვეს საეჭვო პაკეტები, რომლებშიც თვითნაკეთი ბომბები იყო მოთავსებული. პაკეტზე იყო წარწერა: “პასუხს აგებთ ჯიზრის გამო”. საუბარია უმეტესად, ქურთებით დასახლებულ პროვინცია შირნაკზე, სადაც უცნობმა პირებმა ადგილობრივი მკვიდრი დაცხრილეს.
სულთანღაზის რაიონში კი ორმა ნიღბიანმა პირმა საეჭვო პაკეტი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე – გაჩერებაზე დატოვეს. პაკეტის შიგთავსი სპეციალისტებმა სათანადო რობოტით შეისწავლეს, რომლშიც მცირე ზომის გაზის ბალონი აღმოჩნდა ასაფეთქებელ მოწყობილობასთან ერთად. პაკეტზე მითითებული იყო ქურთისტანის ექსტრემისტული მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის ინიციალები. პოლიცია იმ პირების ძებნას ახორციელებს, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტებში მონაწილეობდნენ.

news
: news იანვარი 18, 2015 18:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics