სტამბულის ტერაქტის მომწყობი ქალი გაშიფრულია

news
: news იანვარი 7, 2015 10:40

სტამბულის ტერაქტის მომწყობი ქალი გაშიფრულია

გუშინ 6 იანვარს, თურქეთის დროით, 17:20 საათზე, თურქეთის ქალაქ სტამბულში, სულთანამედის უბნის ტურიზმის პოლიციის ქვეგანყოფილებაში შესვლისთანავე, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა, რასაც თავად ტერორისტის და ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ორი პოლიციელი დაჭრილია. თურქული პოლიციის განცხადებით, ტერორისტი ქალია და მან განყოფილებაში შესვლა და თავის აფეთქება მას შემდეგ მოახერხა, რაც კარებთან მორიგე პოლიციელს როგორც ტურისტმა ინგლისურად მიმართა, რათა დახმარებოდა საფულის მოძებნაში, რომელიც მას თითქოს პოლოციის შენობაში დაკარგა. თურქული მედიამ, მომხდარიდან 2 საათში, პოლიციის შენობასთან დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებს გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ შავ სამოსში ჩაცმული ქალბატონი, ნელი ნაბიჯებით უახლოვდება პოლიციის შენობას.

მომხდარს მაშინათვე მიეცა ტერაქტის კვალიფიკაცია. სტამბულის პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები, მაშინათვე შეუდგნენ მუსაობას რათა დაედგინათ თვითკვლელი ტერორისტის ვინაობა. შუაღამის პერიოდში, თურქულ სპეცსამსახურებს უკვე დადგენილი ჰქონდათ თვითმკვლელი ქალბატონის ვინაობა, ის მემარცხენე რევოლუციური სახალხო განმანთავისუჰლებელი ფრონტის მებრძოლი, ქოჯაელის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, 26 წლის ელიფ სულთან კალსენი აღმოჩნდა, რომელიც პოლიციას ადრეც ყავდა დაპატიმრებული უკანონო ქმედებების გამო! აღსანიშნავია, რომ ეს პარტია, რომლის წევრიც კალსენი იყო, მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის ორგანიზაციია და მისი სამხედრო ფრთის მიერ განხორციელებული ტერორისტული ქმედებების გამო, ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი. თურქი სამართალდამცავები, მათ ხელთ არსებული ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კალსენი შესაძლებელია ათი თვითმკვლელი ტერორისტიდან, მხოლოდ ერთ-ერთი იყო და ამჟამად დანარჩენი ცხრის მოძებნა-დაპატიმრება დგას დღის წესრიგში.

news
: news იანვარი 7, 2015 10:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,711
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics