სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი როგორც ისტორიული შეხვედრების ადგილი+ფოტო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2015 23:11

სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლი როგორც ისტორიული შეხვედრების ადგილი+ფოტო

11301476_1640907116121381_1145290522_n1 მაისს სტამბოლიდან 150 კილომეტრის დაშრებით საქარიას რეგიონში თურქი ქართველები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს უკვე მე-4 წელია აღნიშნავენ. დღესასწაული წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება, წლევანდელ ზეიმს წმინდა ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი დაესწრებიან.

დღეს ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტამბოლში ისტორიულ ქალკიდონიაში ქართული კულტურის სახლს ესტუმრნენ. ბატონმა სერგომ თურქი ქართველებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე “კონსტანტინოპოლის ქართული სკოლა სტამბა და მე 19 საუკუნის საქართველო” . შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაირა. დამსწრე საზოგადოების კითხვებს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა უპასუხა, მართალია კითხვების სპექტრი გასცდა თემას, თუმცა დიალოგნა საინტეერსო რეჟიმში ჩაიარა.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, 2 მილიონიან ქართულ დიასპორას აუცილებლად სჭირდება მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომ საკუთარ იდენტობას არ მოწყდნენ.

11297741_1640882142790545_200418458_n

ქართული ხელოვნების სახლი ბიზნესმენმა გიორგი ირემეძემ 2011 წელს დაარსა და ის უკვე ქართველკების შეხვედრის კერად უკვე იქცა. ” როდესაც ამ სახლს ვხსნიდი, ბუნებრივია, მიზანი ქართველების ერთმანეთთან დაახლოება იყო. აქ იმართება გამოფენები, ხალხური მუსიკის საღამოები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან. უნდა გითხრათ, რომ როდესაც თურქეთის საგარო საქმეთა მინისტრი 1990 ჩილეში ოფიციალური ვიზიტით იყო, 9 თურქი ოჯახი ნახა….და გადაწყვიტა რომ იმ ქალაქში თურქული კულტურის სახლი გაეხსნა იმისთვის რომ თურქებს შეხვედრის ადგილი ჰქონოდათ და თავი მარტო არ ეგრძნოთ, ასე, რომ მარტო მე არ უნდა ვფიქრობდე მსგავსი ტიპის სახლის შექმნაზე,,, ჩემთვის მთავარი ინვესტიცია ქართული იდენტობის შენარჩუნებაა. მიხარია, რომ იდეამ გაამართლა” – ამბობს გიორგი ირემაძე.

შეხვედრის ერთ ერთი მონაწილე, სერგო ვარდოსანიძე ამბობს, რომ ”ძალიან მნიშნელოვანი შეხვერდრა იყო, თურქი ქართველობა ჩვენგან მეტ ყურდაღებას და სითბოს ელის, საქართველოს დამოუკიდებლობის საქარიაში აღნიშნვა კი უკვე ნიშნავს, რომ საზღვრები პირობითია და რომ ჩვენ ერთნი ვართ”.

11291891_1640882152790544_862098424_n
‘ ხვალინდელი დღისთვის დიდი მზადებაა. თურქეთის ქართველობა აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კვირა დღე შეარჩიეს რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულიყვნენ და მიხარია რომ ჩვენ ერთად ვართ და ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღესასწაულს” – ამბობს ქალბატონი როზეტა გუჯეჯიანი.

საღამო ქართული კულტურის სახლის ანსამბლ “კავკასიის მთის” სიმღერებით დასრულდა.
შეხვედრის და ხვალინდელი დღესასწაულის შესახებ დოკუმნენტური ფილმიც მზადდება.

11126174_1640882039457222_1178899703_n

11245441_1640882122790547_1862126349_n

11287219_1640882069457219_1974494810_n

11355648_1640882082790551_1324315852_n11328900_1640907122788047_937265157_n11303462_1640907052788054_1880001296_n
11287168_1640907069454719_120724994_n

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2015 23:11