სროლა ტენესში: აბდულაზიზი “ომის დაწყებაზე” წერდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2015 15:23

სროლა ტენესში: აბდულაზიზი “ომის დაწყებაზე” წერდა

სროლა ტენესში: აბდულაზიზი "ომის დაწყებაზე" წერდამოჰამედ აბდულაზიზმა, რომელმაც ხუთშაბათს ჩატანუგას სამხედერო ობიექტს გაუხსნა ცეცხლი აშშ-ს ტენესის შტატში, შემთხევევიდან ერთი დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობიენბა გააგზავნა “ომის დაწყებასთან” დაკავშირებით.
რეიტერის მონაცემებით, კუვეითელმა 24 წლის მოქალაქემ ამით ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტა. პოლიციის განცხადებით, სროლის მოტინები ჯერჯერობით დადგენის პროცესშია.
აბდულაზიზმა ორ სამხედრო ობიექტს გაუხსნა ცეცხლი და ოთხი მეზღვაური მოკლა. გუშინ დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა – საავადმყოფოში მეზღვაური რანდალ სმიტი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი.
თვითონ აბდულაზიზი პოლიციასთან სროლის შემდეგ მოგვიანებით იქნა ლიკვიდირებული.
რეიტერის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ნახეს შეტყობინება, რომელიც აბდულაზიზმა მეგობარს გაუგზავნა. შეტყობინებაში მოყვანილია მოჰამედ წინასწარმეტყველის სიტყვები: “მე ომს ვუცხადებ ყველას ვინც ემტებერა მათ ვინც ძვირფასია ჩემთვის”.
აბდულას მეგობარმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა, განაცხადა, რომ თავიდან შეტყობინებას არ მიაქცია ყურადღება, ახლა კი ფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია თავდასხმაზე მინიშნება ყოფილიყო.

მსროლელის სხვა მეგობრები ამბობენ, რომ შარშან აბდულაზიზის იორდანიიდან ძალიან გაბრაზებული ჩამოვიდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მათ შორის ღაზას სექტორის ისრაელის არმიის მიერ დაბომბვის და სირიის ომის გამო.
“მას ეს აწუხებდა და სულ ამაზე ლაპარაკობდა” – თქვა მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა.

მედიის ცნობით მას ყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 19, 2015 15:23