სპეციალისტების ინფორმაციით, ახალდაბის ტერიტორიაზე ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 17:18 განახლებულია

სპეციალისტების ინფორმაციით, ახალდაბის ტერიტორიაზე ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ 13 ივნისის სტიქიის ზონაში, კერძოდ, სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების შედეგად ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა.

სხვა სტატიები

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ 13 ივნისის სტიქიის ზონაში, კერძოდ, სოფელ ახალდაბის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევების შედეგად ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა.
როგორც “თაიმერს” სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, არ არსებობს დაავადების გავრცელების საშიშროებაც.
სახელმწიფო ვეტერინარები მოუწოდებენ სტიქიური უბედურების ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს, მიწისა და ღორღის ნაშალ ქანებთან მუშაობისას გამოიყენონ რეზინის ხელთათმანები და ჩექმები. ასევე ცხოველთა სამარხის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან სურსათის ეროვნული სააგენტოს.
მათივე ინფორმაციით, ჯილეხი ადამიანისა და ცხოველის საერთო, ინფექციური, მწვავედ მიმდინარე დაავადებაა. დაავადების გამომწვევი ვირუსი დიდხანს ძლებს ნიადაგში, ამიტომაც ცხოველების ამ დაავადებით დაცემის ადგილზე ეწყობა სპეციალური სამარხი-სარკოფაგი, რომელიც ბეტონით არის დაცული და შემოგარსულია დამცვი ღობით. საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად ფიქსირებული ყველა კერა აღრიცხულია. დაავადების გავრცელების საშიშროება იმატებს წყალდიდობების შემდეგ, როდესაც ხდება სამარხების გადარეცხვა. თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, 13 ივნისის სტიქიის ზონაში ჯილეხის კერები არ ფიქსირდება.

news
ავტ.: news ივნისი 19, 2015 17:18 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics