სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:19

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტის გატეხვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მნიშვნელოვანი

  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური საიტის გატეხვის ფაქტზე, გამოძიება 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს . აღნიშნული მუხლი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური საიტის გატეხვის ფაქტზე, გამოძიება 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს . აღნიშნული მუხლი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი, http://www.moa.gov.ge ჰაკერებმა გატეხეს. საიტზე შემდეგი შინაარსის ტექსტია გამოქვეყნებული.
“2015.01.27 ამ დროს ზიმბაბომ საქართველოს დახმარების სახით გამოუყო (50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი,
50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები),
და ეს ყველაფერი იყო იმისათვის რათა ეს მოხმარებოდა საქართველოს სუფლის მეორნეობას, ასავე გლეხობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ეს დახმარება მიიღო 2015.03.19 -წელს. მაგრამ აქედან არაფერი არ მოხმარებია გლეხობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ყველაფერი მიყიდა რუსეთს. და
აქედან ისმება კიტხვა სად წავიდა ზიმბაბოს მიერ გამოყოფილი დახმარება საქართველოსათვის?”, – ნათქვამია ტექსტში.

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:19

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics