სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 16:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება

მნიშვნელოვანი

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ონში ჩავა. როგორც "თაიმერს" სოფოლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,

სხვა სტატიები

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ონში ჩავა. როგორც “თაიმერს” სოფოლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გოჩა ცოფურაშვილი მოსახლეობას შეხვდება და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ძლიერი და გადაუღებელი წვიმის გამო რაჭის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს იყოს მოწყვეტილი. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ონის რაიონი დაზარალდა. რაიონის გამგებელის გია ლობჟანიძის განცხადებით, ონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, მისი თქმით, ზარალის რაოდენობა დგინდება, მუშაობს შესაბამისი კომისია. “ონში რამდენიმე სახლს და ასევე ადმინისტრაციულ შენობას სახურავი ახადა. ხეები არის მოგლეჯილი. ერთ-ერთი სოფლის ღების ხიდთან მისასვლელი არის დაზიანებული, რომელიც ამ ორ დღეში უნდა აღვადგინოთ. ამასთან, არ იყო ელექტროენერგია, თუმცა ამ დროისთვის ონს დენი უკვე მიეწოდება”, – განაცხადა ლობჟანიძემ. როგორც ონის გამგებელმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კანცელარიის ადმინისტრაცია, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია და შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

news
ავტ.: news აგვისტო 22, 2015 16:20

Google სტატისტიკა


3,385
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics