სოფელ ერგნეთში შეხვედრები განახლდა

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2015 11:49

სოფელ ერგნეთში შეხვედრები განახლდა

სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში ორთვიანი შესვენების შემდეგ შეხვედრები განახლდა.
შეხვედრის დღის წესრიგი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რა საკითხების დაყენებას აპირებს ქართული მხარე მოლაპარაკების მხარეების წინაშე.
დღევანდელ შეხვედრაში პირველად მონაწილეობს უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია. როგორც ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ქართული მხარე დღევანდელ მოლაპარაკებაზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რამდენჯერმე დარღვევას გააპროტესტებს.
გარდა ამისა, ქართული მხარე დღესვე მოითხოვს იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში დააკავეს.
ბერაიას თქმით, დღეს ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს საკითხს, რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული ნალბანდოვის და ასევე ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე თითქმის ორი წლის წინ მოკლული დავით ბაშარულის ცხედრის ექსპერტიზის გასაჯაროებასთან დაკავშირებით. დავით ბაშარულის ცხედარი ქართულ მხარეს დაახლოებით ერთი წლის წინ გადმოსცეს. თუმცა ექსპერტიზის პასუხების გადმოცემა რამდენჯერმე მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე არ მომხდარა.
რაც შეეხება საკითხებს, რის დაყენებას აპირებს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლობა დღეს გამართულ შეხვედრაზე, ამასთან დაკავშირებით ხოხ გაგლოითს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2015 11:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,060
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics