სოფელ ერგნეთიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

news
: news იანვარი 15, 2015 17:26

სოფელ ერგნეთიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ ერგნეთიდან სამი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 78 წლის ვალიკო კასრაძე სამი დღის წინ სახლიდან ღამის პირველ საათზე გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ვალიკო კასრაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და დააკავეს. თუმცა, ცხინვალში მისი დაკავების ფაქტი ამ დრომდე არ დასტურდებოდა.
კასრაძე, სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბროწლეთის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, მამაკაცი დაბალი ტემპერატურის გამო გაიყინა. გარდაცვლილი უკვე სახლში გადაასვენეს.

news
: news იანვარი 15, 2015 17:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,337
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics