სოსო ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით უნდა დამაჯილდოვოს

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 13:51

სოსო ჯაჭვლიანი: ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით უნდა დამაჯილდოვოს

ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს”, – მსგავსი განცხადება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
ჯაჭვლიანის თქმით, გუშინ სესიაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიტიკური შინაარსის არ იყო. მისივე განმარტებით, დეპუტატმა ეკა ხეხრეულიძემ მას დასცინა, როცა განაცხადა, რომ ჯაჭვლიანი თითქოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ამიტომ აცდენდა.
,,ისეთი რეკლამა გაუვუკეთე EBRD-ს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა წესით მე უნდა დამაჯილდოვოს. ქალბატონმა ეკამ, მაშინ როცა EBRD-ი ტარდებოდა, ყველაზე კარგად იცის, რომ მე მანდ მიწვეული არ ვიყავი, მე არც ფინანსისტი ვარ და არც ბანკირი. მან ამ სიტყვებით დამცინა და მიიღო თავისი პასუხი. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ აქ პოლიტიკურ განცხადებებზე იყო საუბარი, პოლიტიკური განცხადება და ფორმა მე ამისთვის არ მიმიცია”, – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.
დეპუტატმა ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა.
“მოგახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ 37-მანეთიანი ბილეთები და 10-მანეთიანი ბოზები გვენატრება. ბატონო კაკო, ის 37-მანეთი მაშინ ახლა ჩემთვის 5 ათასს ევროიანია – ვანგარიშობ მსყიდველობით. მე ბოზებში არასდროს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო 10 მანეთის გადახდა. მე 10 მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ “იბიარზე” 10 წლის განმავლობაში. ეს “იბიარდობა” ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა სესიაზე.

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 13:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics