სოსო პავლიაშვილი: ყირიმის დაბრუნება სწორია… ამერიკა მეტასტაზაა… (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2015 00:50

სოსო პავლიაშვილი: ყირიმის დაბრუნება სწორია… ამერიკა მეტასტაზაა… (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსს,, სადაც მრავალ თემაზე ისაუბრა...

სხვა სტატიები

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსს,, სადაც მრავალ თემაზე ისაუბრა…

პავლიაშვილმა ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსთან,, ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე ხელოვნებასთან, საკუთარ მორალურ და ეთიკურ ნორმებზე, მეგობრებსა და პოლიტიკაზეც… სოსო პავლიაშვილის ინტერვიუ ეკრანზე ,,საქართველოს კამერტონი,,  ტიტრებით იყო გამოტანილი

პავლიაშვილმა საქართველოს და რუსეთის ამჟამინდელ ურთიერთობას დამთბარი უწოდა… მან საუბრისას გაიხსენა სააკაშვილის გაცნობის პერიოდი და განაცხადა, რომ მოსკოვში ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა მისი გაცნობის სურვილი… ,,როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, სუფრაზე სააკაშვილი წამოდგა სადღეგრძელო თქვა… მან თქვა, რომ უნდოდა შეესვა ამ დიდი ქვეყნის, რუსეთის სადღეგრძელო, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებს ასე აფასებს… ,,რუსები ამას სამწუხაროდ  უკეთესად აკეთებენ, ვიდრე  ჩვენ ვაფასებთ ქართველებს,, ეს იყო მისი პირველი სადღეგრძელო… და მერე სად, რა როგორ წავიდა არ ვიცი… მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მან მაშინ გულრწფელად თქვა,, განაცხადა პავლიაშვილმა.

სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პავლიაშვილმა განაცხადა… ,, მე არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი იმდენად  ანტაგონისტურად არ არის განწყობილი რუსეთის მიმართ, ვიდრე მას ანვითარებდნენ ან თვითონ წარმოაჩენდა საკუთარ თავს… უბრალოდ ასეთი სააკაშვილი იქ ვაღაცეებს სჭირდებათ და ახლა ის ჩანს… ის აღარ გამოჩნდება მერე, როცა ის არ დასჭირდებათ,,

რუსეთსა და აშშ-ს  საქართველოს დამოკიდებულებაზე საუბრისას, პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ,,ამერიკის ხელისუფლება არის მეტასტაზა, რომელიც პატარა ხალხების ზომბირებას ეწევამე არ მინდა საქართველო არც ამერიკის გავლენის ქვეშ იყოს და არც რუსეთის… საქართველოს ყოფნის ბუნებრივი ინტელექტი, რომ დამოუკიდებლად იარსებოს…  თავის დროზე, თავად რუსეთში 90 წლებში იყვნენ ძალები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს ასეთი (ნეგატიური – რედ.) დამოკიდებულება ჰქონოდა რუსეთის მიმართ… და როგორც იცით წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება… მაშინათვე ეს მეტასტაზები (იგულისხმება ამერიკის ხელისუფლება რედ.) საქართველოში შევიდნენ,, აცხადებს პავლიაშვილი.

ინტერვიუში სოსო პავლიაშლმა რუსეთი დაადანაშაულა აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობისა და საჯარისო ფორმირებების ძალადობრივ გამოყრაში, რომლის დროსაც რუსეთი ბასაევს და მსგავს ადამიანებს იყენებდნენ, რომლების შემდგომ რუსეთის მტრები გახდნენ… ,,რუსეთსა და საქართველოს შორის პირველი ისტორიული ნაბიჯი შეიძლება  იყოს დავუშვათ და  აფხაზეთში  ლტოლვილების დაბრუნება,, აცხადებს პავლიაშვილი.

პავლიაშვილმა ისაუბრა აგრეთვე იმ ხელოვანებზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს… ,,თუ შენ ასე გჯერა რასაც ამბობ, მაშინ ხელში ავტომატი უნდა აიღო და ,,ატოში,, (უკრაინის ანტი ტერორისტული ოპერაცია რედ.) წახვიდე საომრად… აქ ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყირიმის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში, ეს ასეც უნდა მომხდარიყო… და ეს სწორია,, აცხადებს ქართველი მომღერალი

კორესპოდენტის კითხვაზე  რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით, ,,ბევრი თვლის, რომ არასწორი იყო ყირიმის დაბრუნება, არ ღირდა მსოფლიოს დაძაბვა… თქვენ როგორც ბიზნესმენი როგორ თვლით, თქვენც ხომ იგრძენით ეს საკუთარ თავზე და ამის მიუხედავად ამტკიცებთ, რომ ეს სწორი იყო?,, პავლიაშვილმა უპასუხა… ,, ბიზნესი… ჩემი პირადი ჯიბე და პირადი სტომაქი, საკმაო არარაობაა იმ იდეალებთან მიმართებაში, რომელიც შენს ქვეყანას ეხება… მე მინდა გითხრათ, რომ ის ძალები რომლებიც ამას ანგარიშობენ და იგონებენ, მათ არ უნდათ არაფერი გარდა რესურსებისა და საკუთარი ბატონობისა მსოფლიოზე. როგორც არ უნდა მოქცეულიყო რუსეთი ეს მაინც მოხდებოდა… რატომ უნდა იყო შენ ვიღაცის ქვეშ?!  საქართველოც არ უნდა იყოს არავის ქვეშ, არათუ ვეებერთელა რუსეთი… რატომ უნდა გადაწყვიტონ ამერიკელებმა სხვებმა როგორ უნდა იცხოვრონ?!,, აცხადებს პავლიაშვილი.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 25, 2015 00:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics