სომხეთში რუსი სამხედროების მტკიცებით მკვლელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მათ ბაზაზეა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 00:07

სომხეთში რუსი სამხედროების მტკიცებით მკვლელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მათ ბაზაზეა

გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებისომხეთში რუსი სამხედროების მტკიცებით მკვლელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მათ ბაზაზეა.
ერთის მხრიდან სომხეთის პროკურატურასა და სომხეთის პარლამენტის დეპუტატებს, ხოლო მეორეს მხრიდან გიუმრის სამხედრო ბაზის რუს ხელმძღვანელებს შორის, მიღწეულიქნა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი სამხედროები, იმისათვის რათა მომიტინგეები დარწმუნდნენ, რომ მკვლელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მათთან სამხედრო ბაზაზეა და ის რუსეთში არ გადაუყვანიათ. მომიტინგეთა მიერ შერჩეულ ერთ პარლამეტარსა და ერთ მომიტინგეს, უფლებას მისცემენ ბაზის ტერიტორიაზე ნახონ მკვლელი ჯარისკაცი პერმიაკოვი და ვიდეოგადაღებაც მოახდინონ იმისათვის რომ ეს კადრები დანარჩენმა მომიტინგეებმაც ნახონ. მხოლოდ ერთი პირობით, რომ მათ შორის არ იქნებიან ჟურნალისტები. ამ მომენტისათვის წყდება საკითხი, თუ რომელი დეპუტატი ან მომიტინგე უნდა წავიდეს ბაზაზე.
აღსანისნავია, რომ ორდღიანი მწვავე აქციების შემდეგ, სადაც სომხები მკვლელის გადმოცემასა და რუსული ბაზის გაყვანას მოითხოვდნენ, დღეს გიუმრის მოსახლეობამ და მომიტინგეებმა პირველად მიიტანეს იერიში და შეეცადნენ დაეკავებინათ რუსეთის საკონსულო, გამომდინარე გავრცელებული ცნობიდან, რომ მკვლელი რუსეთში გადაიყვანეს. ამ დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარ შეტაკებაში 8 ადამიანი დაიჭრა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2015 00:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics