სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დასრულდა

news
: news იანვარი 17, 2015 16:56

სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დასრულდა

საქართველოში სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობასთან საქართველოსა და სომხეთის დროშები, ასევე ყვავილები მიიტანეს. დანთებული იყო სანთლები.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ჩინჩალაძის თქმით, აქცია სოციალური ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით დაიგეგმა და მისი მიზანია სომეხი ერის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.
“გვინდა დავანახოთ მათ, რომ გული შეგვტკივა და მათ მიმართ ვართ სოლიდარულები. გვინდა, დავანახოთ, რომ სოლიდარულები ვართ ავეტისიანების ოჯახის, ქალაქ გიუმრის მოსახლეობისა და მთლიანად სომეხი ერის მიმართ”, – განაცხადა ჩინჩალაძემ.
მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა დანაშაული ჩაიდინა სომხეთის ტერიტორიაზე და ის უნდა გასამართლდეს სომხეთის კანონმდებლობის საფუძველზე.
რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი, მათ შორის, 2 წლის გოგონა 12 იანვარს მოკლული იპოვეს.
როგორც რუსულმა, ისე სომხურმა მხარემ მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პერმიაკოვის საქმეს რუსული მხარე განიხილავს. ამ გადაწყვეტილებამ და ეჭვმიტანილის დაუკავებლობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.

news
: news იანვარი 17, 2015 16:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics