სომხეთის პროტესტი – დაძაბული ღამე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2015 13:04

სომხეთის პროტესტი – დაძაბული ღამე

სომხეთის პროტესტი – დაძაბული ღამეათასობით ადამიანმა გაათენა ღამე წუხელ ერევანში ბაგრამიანის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია შეუწყვეტლად მიმდინარეობს.
სანაგვე ყუთები, რომელიც მომიტინგეებმა პოლიციელებისგან თავდასაცავად ბარიკადებად აღმართეს, მუდმივად გამოიყენება როგორც სცენა, სადაც მომიტინგეები სიტყვით გამოდიან.
საღამოს მთელ პროსპექტზე მუსიკა ისმოდა, ისმოდა აპლოდისმენტები, აქციის მონაწილეები მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
ავტომობილები, რომლებიც ქუჩის გვერდით გადიან, მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებენ.
სომხეთში პროტესტი ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გაპროტესტებით დაიწყო, რომელიც დაახლოებით 17%-ით გაიზრდება 1 აგვისტოდან.

მიუხედავად დემონსტრანტების ამაღლებული განწყობისა, ღამემ დაძაბულად ჩაიარა.
როცა გაჩნდა ინფომრაცია იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი გვერდითა ქუჩის გადაკეთვას აპირებს, დემონსტრანტებთან პოლიციის გაზრდილი ნაწილი და სპეცრაზმელთა დაჯგუფებები გამოჩნდნენ.
თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ დაძაბულობა მოიხსნა.
სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია არაკანონიერია, თუმცა, მშვიდობიანი, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მათი დარბევით დაშლა მოხდეს.
აქციის მონაწლეები თავის მხრივ ამბობენ, რომ კიდევ ერთი მცდელობა აქციის დაშლის თაობაზე მეტი ხალხის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

«ჩვენ ვიდგებით ბოლომდე. ეს უეჭველია, თუკი დაგვშლიან, მეტი გავხდებით» – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე კრისტინა მელიქიანი.
აქციის მონაწილეები ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 27, 2015 13:04

Google სტატისტიკა


6,522
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics