სომხეთის ნაკრებმა ალბანეთთან მატჩი გაყიდა… (VIDEO)

ალბანური Opozita.com-ისა და სერბული Telegraf.rs-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიოპნატის  შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი ალბანეთის ნაკრებთან, ალბანელთა მხრიდან 4 ფეხბურთელის მოსყიდვის გამო წააგო…

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ნაკრების 3 მცველმა და მეკარემ, თამაშის  წინ ალბანელებისაგან თითოეულმა 500.000 ევრო აიღო.

იმისათვის, რომ ალბანეთის ნაკრები თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გასულიყო ევროპის ჩემპიონატის ფონალში, მას ბოლო მატჩში მოგება სჭირდებოდა… მოგების შემთხვევაში ალბანელები პირდაპირ გადიოდნენ ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, სხვა შედეგით კი მათ დამატებით მატჩებში მოუწევდათ საქმის გარკვევა.

როგორც ცნობილია, 11 ოქტომბერს ერევანში გამართული თამაში ალბანელთა გამარჯვებით 0:3 დამთავრდა, რის შემდეგაც სომეხმა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს სტადიონზე და მის ფარგლებს გარეთ.

www.timer.ge

/იხილეთ 2 ვიდეო/