სომეხთა სასულიერო ლიდერი ტერ-სეტრაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 20, 2015 19:21

სომეხთა სასულიერო ლიდერი ტერ-სეტრაკი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს

მნიშვნელოვანი

  • აფხაზური მედია აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასლიერი ლიდერის, ტერ-სეტრაკ (აზნავურიანის) მიმართვას ავრცელებს, სადაც ის აბხაზეთში მცხოვრებ სომხებს ამ ქვეყნის ასაყვავებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს...

სხვა სტატიები

აფხაზური მედია აფხაზეთში სრულიად სომეხთა სასლიერი ლიდერის, ტერ-სეტრაკ (აზნავურიანის) მიმართვას ავრცელებს, სადაც ის აბხაზეთში მცხოვრებ სომხებს ამ ქვეყნის ასაყვავებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს…

,,მე მრავალი წლის განმავლობაში ვთესავ ჩემი მრევლის გულებში სიყვარულს მოძმისადმი და ვუხსნი მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სომხების გაერთიანება აფხაზეთის განვითარებისა და აყვავებისათვის. მე ჩემის მხრივ დიდად მადლობელი ვარ აფხაზი ხალხის, იმ მოცემული შესაძლებლობის გამო, რომლითაც ვცხოვრობ ერთ საერთო ოჯახში, როგორც თანასწორი თანასწორებთან, ძმებსა და დებს შორის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთთან სომხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს… აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტიც ხომ ლეგენდარული სომეხთა მეფის  აშოტ ერკატის ძმასთან, აბასთან წმინდა ქორწინებით იყო დაკავშირებული… და დღეს, არავის შეუძლია თქვას, რომ აფხაზებმა ეს კავშირები დაარღვიეს… ამას მოწმობს სომხური ეკლესია აფხაზეთში, ათეულობით სომხური სკოლა, სომხური ტრადიციების და ფასეულობების დაფასება ამ ქვეყანაში. ვიმედოვნებ ისტორიამ ასწავლა სომხებს იყვნენ მონოლითურნი და ერთიანნი… უმთავრესი პრიორიტი კი, უნდა იყოს თავად ხალხი, იმისათვის რომ გამოადგე იმ საზოგადოებას და იმ სახელმწიფოს სადაც შენ ცხოვრობ…
მე მინდა აფხაზეთი აყვავებული ვნახო… ამ ძლიერმა და მეომარმა ხალხმა, ჭეშმარიტად დაიმსახურა დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის უფლება, აფხაზეთის რესპუბლიკის სახით,, აცხადებს ტერ-სეტრაკი

www.timer.ge

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 20, 2015 19:21

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics