სოლიდარობის ფონდი პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს

news
: news იანვარი 18, 2015 16:26

სოლიდარობის ფონდი პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს

სასტუმრო “რედისონში” პრემიერ-მინსიტრის ინიციატივით შექმნილი “სოლიდარობის ფონდის” 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, ნინო კობახიძემ გახსნა.
“სოლიდარობის ფონდის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ამოქმედებიდან დღემდე ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მცირექველმოქმედების საშუალებით ფონდში დონაციების მობილიზება ხდება. არსებული დახმარებებით საერთო ჯამში 1 701 000 ლარის მობილიზება მოხდა და 1 198 000 ლარი დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა, ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას. მათ შორის ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად.
დღესვე ღონისძიების ფარგლებში სოლიდარობის ჯილდო გადაეცა 24 საჯარო უწყებას, როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეული სამსახურების რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლებიც სრული შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ.
სოლიდარობის ჯილდო სხვადასხვა რეიტინგული პარამეტრებით გადაეცა 16 კერძო კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასაც, რომლებიც ფონდის ამოქმედების პირველივე წელს შეუერთდნენ ინიციატივას. ღონისძიებაზე ასევე მოხდა მადლობის სერტიფიკატების გადაცემა 43 საჯარო უწყებისა და სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისა და დამკვირვებლებისთვის 2014 წელს გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
პრეზენტაციის პარალელურად სასტუმრო “რედისონში” გაიმართა სოლიდარობის ფონდის ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საშუალებას აძლევს, ონლაინგადარიცხვებით დაეხმარონ ფონდში შესული განცხადებების მიხედვით კონკრეტულ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს.

news
: news იანვარი 18, 2015 16:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,695
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics