სოზარ სუბარის განცხადებით მთვარობა საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად მზად არის

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 12:50

სოზარ სუბარის განცხადებით მთვარობა საკანონმდებლო ორგანოში მისასვლელად მზად არის

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ, თუკი ამას დეპუტატთა უმრავლესობა გადაწყვეტს, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ მთავრობის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

სხვა სტატიები

ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში მივიდეთ, თუკი ამას დეპუტატთა უმრავლესობა გადაწყვეტს, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ მთავრობის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ დევნილთა სამინისტროს მიმართულებას, უწყების მიერ გაწეულ სამუშაოებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საკუთრებაში ბინა 14 000 იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო.
“ამ 14 000-ში შედის 5 000 ახლად აშენებული ან რეაბილიტირებული ბინა, 9 000 დაკანონება იმ საცხოვრებელი ფართების, რომლებშიც დევნილები აქამდე ცხოვრობდნენ. ეს პროცესი გრძელდება. რაც შეეხება საკითხს, პარლამენტში მივალთ თუ არა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუკი დეპუტატთა უმრავლესობა ამას მოინდომებს, ბუნებრივია, მივალთ და ჩვენ ჩვენი მიმართულებებით გავაკეთებთ მოხსენებებს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
უშუალოდ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე კომენტირებისას, სუბარმა ხაზი გაუსვა რომ ამ მიმართულებით ახალი ხელისუფლების პირობებში “თვისობრივი გარდატეხა მოხდა”.
“მაგალითად, თუკი წინა ხელისუფლებამ კანონმდებლობის დონეზე აკრძალა თბილისში სახლების მშენებლობა დ ამათი დევნილებისთვის გადაცემა, ჩვენ წელს პირველად 600-მდე იძულებით გადაადგილებულ პირს ბინას მივცემთ სწორედ თბილისში. დღესაც დევნილებისთვის 380-ზე მეტი ბინის დაკანონების საკითხი გადის მთავრობის სხდომაზე და ეს პრცესი გრძელდება. ასე რომ, ამ მხრივ თვისობრივი გარდატეხა მოხდა”, – განაცხადა სუბარმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 14, 2015 12:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,454
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics