სკანდალი აშშ-ში… კლინტონების კავშირი რუსულ ფულთან

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2015 13:28

სკანდალი აშშ-ში… კლინტონების კავშირი რუსულ ფულთან

მნიშვნელოვანი

  • დასავლური მედიის ისეთი ფლაგმანები, როგორიცაა ,,ნიუ იორკ თაიმსი,, და ,,ვოლ სტრიტ ჯორნალი,, კლინტონების ოჯახთან დაკავშირებულ ფონდსა და რუსული ფულის კავშირზე ალაპარაკდა....

სხვა სტატიები

დასავლური მედიის ისეთი ფლაგმანები, როგორიცაა ,,ნიუ იორკ თაიმსი,, და ,,ვოლ სტრიტ ჯორნალი,, კლინტონების ოჯახთან დაკავშირებულ ფონდსა და რუსული ფულის კავშირზე ალაპარაკდა….

საქმე ეხება კლინტონების ოჯახის ფონდს ,,Clinton Foundation,, და კანადურ კომპანია ,,Uranium One,,-ს, რომელიც რუსულ სახელმწიფო კოორპორაცია ,,როსატომს,, ეკუთვნის… კონკრეტულად კი, Uranium One-მა 2013 წლის დასაწყისში მოიპოვა უფლება აშშ-ს მთელი ურანის საბადოების მეხუთედს დაპატრონებოდა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა…  ამ დროს კი, ამ სტრუქტურას ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა…

ამერიკული გაზეთების ცნობით, მას შემდეგ რაც რუსულმა მხარემ ხელში ჩაიგდო Uranium One-ი და ამერიკული ურანის საბადოები, კლინტონების ფონდს Clinton Foundation-ს ფულის მდინარეები მოაწყდა… კომპანიის ერთერთმა მმართველმა 2 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა კლინტონების ფონდს, ხოლო პარალელურად  რუსულმა ბანკმა, რომელიც როსატომისა და  Uranium One-ს აქციებით ოპერირებდა, ჰილარის მეუღლე ექს-პრეზიდენტი ბილ კლინტონი მოიწვია რუსეთში ვითომდა ლექციის წასაკითხად და 500.000 დოლარი გადაუხადა მას. ყოველივე ეს… ისე მოხდა, რომ ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ…

ამერიკული პრესა და საზოგადოება მოითხოვს, რომ დადგინდეს… რამდენად იმოქმედა რუსულმა ფულმა აშშ-ს მიერ კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და რამდენადაა ახლოს კლინტონების ოჯახი რუსულ კომპანიებთან… რაც თავისთავად ჰილარი კლინტონის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 24, 2015 13:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics