“სიჭინავას კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს”

news
ავტ.: news აგვისტო 13, 2015 10:20

“სიჭინავას კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს”

მნიშვნელოვანი

  • ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის ორგანიზებისთვის და განხორციელებისთვის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის, პერსონალურად კი ფედერაციის პრეზიდენტის მონაწილეობას გამოყოფს.

სხვა სტატიები

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის ორგანიზებისთვის და განხორციელებისთვის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის, პერსონალურად კი ფედერაციის პრეზიდენტის მონაწილეობას გამოყოფს.

როგორც კალაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის დაპირისპირება იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს.

„ეს მოხდა! საქართველომ, თბილისმა, “დინამო-არენამ” უმასპინძლა მსოფლიო დონის მატჩს! უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე “ბარსელონა” “სევილია” -ს შეხვდა. დამეთანხმებით ეს იყო დაუვიწყარი სანახაობა და სპორტული ეიფორია, მიღებული პოზიტივი კიდევ დიდხანს გაყვება გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ითანამშრომლა უეფასთან, განახორციელა ეს პროექტი, ვინც გაუწია ამ მატჩს ორგანიზება, რაც მთავარია- უზრუნველყო შეხვედრის უნაკლოდ ჩატარება! მადლობა და დაფასება ყველა იმ ადამიანს, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა საერთო, სახალხო სიხარულის შექმნაში! აქვე მინდა აღვნიშნო პერსონალურად ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას მონაწილეობა. მისი უზარმაზარი წვლილია, რომ სუპერთასის ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ჩატარდა აქ, და ასეულ მილიონობით ადამიანის ყურადღება სხვადასხვა ქვეყნებიდან მიპყრობილი იყო თბილისზე! მის კარიერაში, მის დამსახურებებში ამ საფეხბურთო ზეიმის მოწყობაც სათანადო ადგილს დაიკავებს”, – წერს კალაძე.

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის წასვლის შესახებ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა ვინც ისტორიას უქმნიდა მომავალ თაობებს ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს.

“ზვიად სიჭინავას ბოლო განცხადებასაც მსურს გამოვეხმაურო- წასვლის შესახებ: ფეხბურთი განსაკუთრებული სამყაროა; განსაკუთრებული ურთიერთობებით, გამარჯვებებით და დამარცხებებით, განსაკუთრებული ურთიერთდამოკიდებულებით, არაერთხელ თქმულა რომ, ჩვენ ვართ ერთი მთლიანობა, გუნდი, ოჯახი და ამიტომ თითოეულის ნათქვამი, გადაწყვეტილება და თუნდაც პრობლემა ყველასთვის საერთო და გათავისებული ხდება… არ აქვს მნიშვნელობა მოქმედი მოთამაშე მიდიხარ, მწვრთნელი თუ ფედერაციის პრეზიდენტი, არ აქვს მნიშვნელობა წასვლის მიზეზს და არც მიზეზის ინტერპრეტაციებს – ეს ყველაფერი წარსულს დავუტოვეთ… მთავრია მხოლოდ ის რომ, თითოეული ჩვენგანი, ვინც ფეხბურთის ისტორიას ვქმნიდით, ვინც საფუძველს ვუქმნიდით მომავალ თაობებს ამ სპორტში – ყველა ღირსეულ, დამსახურებულ და მადლობით გაცილებას იმსახურებს. ასე უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ასე იქნება დღეს და იქნება მომავალშიც“, – წერს კახა კალაძე

news
ავტ.: news აგვისტო 13, 2015 10:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics