ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 17:19

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

მნიშვნელოვანი

  • კობიაშვილის განცხადებით, სიჭინავა ჯერ კიდევ პრეზიდენტია და წასვლასთან დაკავშირებულ განცხადებაში, თუ არჩევნებში მის არ მონაწილეობას გულისხმობდა, ეს ახალი არაა. კობიაშვილის თქმით, ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციაში 6 წლიანი მოღვაწეობის, ერთ დღეში შეფასება გაუჭირდება.

სხვა სტატიები

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და არჩევნების თარიღის დანიშვნას ელოდება.

კობიაშვილის განცხადებით, სიჭინავა ჯერ კიდევ პრეზიდენტია და წასვლასთან დაკავშირებულ განცხადებაში, თუ არჩევნებში მის არ მონაწილეობას გულისხმობდა, ეს ახალი არაა. კობიაშვილის თქმით, ზვიად სიჭინავას ფეხბურთის ფედერაციაში 6 წლიანი მოღვაწეობის, ერთ დღეში შეფასება გაუჭირდება.

“მისი განცხადება ნამდვილად არ აღმიქვამს ისე, თითქოს ის ფედერაციიდან მიდის. მის განცხადებაში ჩემთვის ახალი არაფერი არ იყო. სიჭინავა რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, დიდი ხანია ნათქვამი აქვს. წასვლასთან დაკავშირებით თუ იმას გულისხმობს, რომ არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას, დიდი ხანია განცხადებულია. მოსაზრება იყო, რომ გადადგა, ესეც ჩემი აზრით, არასერიოზულია, რადგან ვერანაირად ვერ გადადგება, არჩევნები უნდა ჩატარდეს, თვითონ უნდა იყოს ხელმძღვანელი ყრილობის და იმ დროს, როდესაც ახალი ხელმძღვანელი აირჩევა, მას შეუწყდება უფლებამოსილება. მანამდე ის პრეზიდენტია. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია ის საუბრები და ზოგადად ეს განცხადება. ნამდვილად ვერ დავიწყებ დღეს მისი საქმიანობის შეფასებას. მგონი შეგვიძლია მოკლე ანალიზი გავაკეთოთ, გადავხედოთ სად ვიმყოფებით, სად არის ეროვნული ნაკრები, სადაა ეროვნული ჩემპიონატი, რა მდგომარეობაშია ფეხბურთი, რა ვითარებაა ბავშვთა ფეხბურთში, გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად წარმატებული იყო და რამდენად წარუმატებელი იყო. მის საქმიანობაზე ასე ერთ წუთში და ერთ დღეში ვერ ვისაუბრებ. იყო ძალიან ბევრი ცუდიც, ბევრი შეცდომაც, მაგრამ არც იმას მოვერიდები, რომ ვთქვა, რომ ბევრი კარგიც იყო, თუნდაც გუშინდელი თამაში რომ ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა, ძალიან კარგი მოვლენა იყო”, – განუცხადა კობიაშვილმა “პირWელს”.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას, კობიაშვილი აცხადებს, რომ ამჟამად არჩევნების თარიღის გამოცხადებას ელოდება.

“როდესაც თარიღი ოფიციალურად დასახელდება, იმ ვადებში, რომელშიც მსურველებს ექნებათ საშუალება, რომ დარეგისტრირდნენ, დავრეგისტრირდები მეც და როგორც ოფიციალური კანდიდატი შემეძლება მომავალ გეგმებზე ვისაუბრო. დღეს სტატუსით რიგითი გულშემატკიავრი ვარ, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, რომ მაქვს სურვილი ამ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. დაველოდები ჯერ არჩევნების თარიღს და მერე იმას, რომ ოფიციალურად გავხდები კანდიდატი”, – აღნიშნა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ UEFA-ს სუპერთასის ფინალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის ფედერაციის არჩევნების თარიღს მიმდინარე კვირაში დაასახელებს.

“ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე საუკეთესო დღეა, რომ განვაცხადო – მე მართლა მივდივარ და კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე. ეს იყო ჩემი პიკი, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი, მე ვარ ძალიან მოხარული, მინდა გითხრათ, რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

news
ავტ.: news აგვისტო 12, 2015 17:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics