“სიტყვები უძლურია, როცა ასეთი ტრაგედიაა”

news
ავტ.: news აპრილი 5, 2015 11:38

“სიტყვები უძლურია, როცა ასეთი ტრაგედიაა”

კახა კალაძე გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს. ვიცე–პრემიერი სამძიმრის ტექსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს
,,ბოროტმოქმედის ტყვიამ იმსხვერპლა ახალგაზრდა, 28 წლის პოლიციელი, ორი შვილის მამა ბექა მარგიშვილი. უდიდესი ტკივილი და წუხილია თითოეული ჩვენგანის გულში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. სიტყვები უძლურია როცა ასეთი ტრაგედიაა”, – წერს კახა კალაძე “ფეისბუქის”  გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს ვარკეთილში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. დაჭრილი სამართალდამცველები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, ერთ–ერთი მათგანის 28 წლის ბექა მარგიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

news
ავტ.: news აპრილი 5, 2015 11:38