სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2015 15:01

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

fxaladze“სირცხვილია,როდესაც იმალება პრეზიდენტის წერილები”-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა. პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაერშო დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა. მან გასული წლის ვიზიტი გაიხსენა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს პრეზიდენტის გაეროში ვიზიტის არ მომზადებაშ კიდევ ერთხელ დაადანაშუალა. ფხალაძის თქმით, შარშან პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის მომზადებაზე მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა.

“სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები, იმალებოდეს და არ მიდიოდეს პრეზიდენტამდე მოწვევები, არ მიდიოდეს ადრესატამდე პრეზიდენტის კორესპონდენცია და ზოგადად, იდგემობდეს ის ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებისაკენ და მიიღებოდეს გადაწყვეტილებები სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. ფაქტიურად შარშან მოხდა, რომ მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაზე, ამით მახინჯ პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი გადაწყვეტილებები მიღებული ყოფილიყო პრეზიდენტთან კონსულტაციების გარეშე”, – განაცხადა ფხალაძემ.

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გასულ წელს მომხდარ ფაქტს შეცდომა უწოდა.“ვერ წარმომიდგენია, რომ პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით. ეს ალბათ, არასდროს მომხდარა გაერო-ს ისტორიაში. ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს თუ ვინ წავიდოდა, იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდლიდან გამომდინარე”, -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 16, 2015 15:01

Google სტატისტიკა


5,105
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics