სირიის ყველაზე დიდი ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა იბომბება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2015 21:38

სირიის ყველაზე დიდი ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა იბომბება

ალეპოალეპოს დასაკავებლად ბოლო რამდენიმე თვეა იბრძვის ასადის არმიაც, ოპოზიციაც და ისლამური სახელმწიფოც. უახლოეს საათებში კი სირიის სამთავრობო ძალები ქალაქზე მასშტაბური შეტევის დაწყებას გეგმავენ. ჰაერიდან მათ რუსული ავიაცია დაეხმარება. ოპერაციაში ჩაერთვებიან ირანიდან ჩასული სამხედროებიც.

ალეპოს გარდა რუსული ავიაცია უტევს ჰამასს, იდლიბისა და ლატაკიის პროვინციებს და ირწმუნება, რომ ბოლო 24 საათში ისლამური სახელმწიფოს 40 ობიექტი გაანადგურა.

შეერთებული შტატები, რომელიც ასადთან მებრძოლ ოპოზიციას იარღით ეხმარება მოსკოვის ქმედებებით უკმაყოფილოა, რადგან რუსული მოერიშეები ტერორისტების ობიექტებთან ერთად ოპოზიციის დისლოკაციის ადგილებსაც ბომბავენ.რუსული მოიერიშეების მთავარი სამიზნე ალეპოა. სირიის ყველაზე დიდი ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა იბომბება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 14, 2015 21:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics